რეგისტრაცია შესვლა
1
გამარჯობა,
  • კულინარიული აღმოჩენების დროა!
  • ჩაინიშნეთ და შეაფასეთ საყვარელი რეცეპტები
  • გაუზიარეთ სხვებსაც საკუთარი კულინარიული შემოქმედება
დარეგისტრირდით ახლავე!
1
გამარჯობა,
კულინარიული აღმოჩენების დროა!
ჩაინიშნეთ და შეაფასეთ საყვარელი რეცეპტები
გაუზიარეთ სხვებსაც საკუთარი კულინარიული შემოქმედება
განათავსე რეცეპტები!
შენახვა
რეცეპტები სტატიები რჩევები

ყველის ხინკალი

ჩვენებური, ქართული, გემრიელი ყველის ხინკალი – რომლის მომზადებაც სულაც არაა რთული :)
ჩვენებური, ქართული, გემრიელი ყველის ხინკალი – რომლის მომზადებაც სულაც არაა რთული :)
0:40:00
4 ულუფა
ბეჭდვა
რეცეპტის აღწერა

გამოდის 12–15 ცალი ხინკალი.

რეცეპტის ინგრედიენტები
3  ჭიქა ფქვილი
2  ჩ/კ მარილი
1  ცალი ათქვეფილი კვერცხი
1 1/2  ჭიქა წყალი
200  გრამი დაფშვნილი ყველი
4  ს/კ დარბილებული კარაქი
რეცეპტის მომზადების საფეხურები
1

დიდ თასში აურიეთ ფქვილი და მარილი. ფქვილის შუაგულში გააკეთეთ ჩაღრმავება და მოათავსეთ კვერცხი და 1 ჭიქა წყალი. წყალი და კვერცხი ფქვილში ჩანგლით შეურიეთ. საჭიროებისამებრ, დაუმატეთ ცოტაოდენი წყალი რბილი ცომის მისაღებად. ცომი ფქვილ მოყრილ ზედაპირზე გადმოიტანეთ და ზილეთ, სანამ გლუვი და ელასტიკური არ გახდება, დაახლოებით 5–6 წუთით. დააფარეთ და გადადგით სულ მცირე 20 წუთით.

2

შიგთავსის გასაკეთებლად: 200 გრ დაფშვნილ ან გახეხილ ყველში კარგად შეურიეთ 4 ს/კ დარბილებული კარაქი.

3

ცომი ორ ნაწილად გაყავით. გააბრტყელეთ თითოეული ნაწილი დაახლოებით ½ სმ სისქეზე. დიდი ჭიქით ცომისაგან გამოჭერით მრგვალი ფორმები. თითოეული ფორმა კარგად გააბრტყელეთ. მოაყარეთ ფქვილი და გადადეთ.

4

ყველის შიგთავსი კოვზით გაბრტყელებული მრგვალი ფორმის შუაში მოათავსეთ. შეკარით ხინკლის თავი ისე, რომ ხარშვისას არ გაიხსნას. გაიმეორეთ, დარჩენილი ცომისა და შიგთავსის შემთხვევაშიც.

5

დიდ ქვაბში ჩაასხით წყალი, ჩაყარეთ მარილი და აადუღეთ. ადუღებულ წყალში ჩაყარეთ ხინკალი და ხარშეთ დაახლოებით 15–20 წუთით.

6

როცა ზემოთ ამოტივტივდება უკვე მოხარშულია. ქაფქირით თეფშზე ამოიღეთ. მოაყარეთ შავი პილპილი და მიირთვით ცხელი.

შენახვა
თქვენთვის რეკომენდებული
ხინკალი – ქართული ტრადიციული სუფრის უცვლელი და შეუდარებელი ნაწილი !
ხინკალი – ქართული ტრადიციული სუფრის უცვლელი და შეუდარებელი ნაწილი !
ავტორი:
ვარენიკები კარტოფილისა და ყველის გემრიელი შიგთავსით. მოამზადეთ და გაუმასპინძლდით საყვარელ ადამიანებს.
ვარენიკები კარტოფილისა და ყველის გემრიელი შიგთავსით. მოამზადეთ და გაუმასპინძლდით საყვარელ ადამიანებს.
ავტორი:
კომენტარები
0 კომენტარი
მსგავსი რეცეპტები