რეგისტრაცია შესვლა
1
გამარჯობა,
  • კულინარიული აღმოჩენების დროა!
  • ჩაინიშნეთ და შეაფასეთ საყვარელი რეცეპტები
  • გაუზიარეთ სხვებსაც საკუთარი კულინარიული შემოქმედება
დარეგისტრირდით ახლავე!
1
გამარჯობა,
კულინარიული აღმოჩენების დროა!
ჩაინიშნეთ და შეაფასეთ საყვარელი რეცეპტები
გაუზიარეთ სხვებსაც საკუთარი კულინარიული შემოქმედება
განათავსე რეცეპტები!
შენახვა
რეცეპტები სტატიები რჩევები

ქათმისა და ყველის მაჭკატები

წვნიანი და არომატული მაჭკატები. თუ ქათმისაგან მარტივი კერძების მომზადება გიყვართ, მაშინ ეს რეცეპტი თქვენთვისაა.
წვნიანი და არომატული მაჭკატები. თუ ქათმისაგან მარტივი კერძების მომზადება გიყვართ, მაშინ ეს რეცეპტი თქვენთვისაა.
0:30:00
16 ულუფა
ბეჭდვა
რეცეპტის ინგრედიენტები
700  გრამი ქათმის ფილე
2  ცალი დიდი კვერცხი
3/10  ჭიქა მაიონეზი
3/10  ჭიქა ფქვილი
1 3/10  ჭიქა გახეხილი მოცარელა
1 1/2  ს/კ დაჭრილი კამა
1/2  ჩ/კ მარილი, ან გემოვნებით
1/8  ჩ/კ პილპილი, ან გემოვნებით
3/10  ჭიქა მაიონეზი*
1  თავი დაკეპილი ნიორი*
1/2  ს/კ ლიმონის წვენი*
1/4  ჩ/კ მარილი*
1/8  ჩ/კ შავი პილპილი*
რეცეპტის მომზადების საფეხურები
1

ბასრი დანით ქათამი 7 მმ სისქის ნაწილებად დაჭერით და დიდ თასში მოათავსეთ.

2

თასში ხორცს დაუმატეთ 2 ცალი კვერცხი, 1/3 ჭიქა მაიონეზი, 1/3 ჭიქა ფქვილი, 1 1/3 ჭიქა გახეხილი მოცარელა, 1 ½ ს/კ კამა, ½ ჩ/კ მარილი, 1/8 ჩ/კ შავი პილპილი. ურიეთ კარგად შერევამდე, დააფარეთ საკვების შესაფუთი ცელოფანი და შედგით მაცივარში 2 საათით ან მთელი ღამით.

3

საშუალო ტემპერატურაზე გააცხელეთ ტაფა და დაასხით 2 ს/კ ზეითუნის ზეთი. როცა ზეთი გაცხელდება, ქათმის ნაზავი სუფრის კოვზით ამოიღეთ და ტაფაზე მოათავსეთ. ზედაპირზე კოვზით ოდნავ დააწექით, რომ მაჭკატი ცოტათი გაბრტყელდეს. წვით 3–4 წუთით პირველ მხარეს. შემდეგ გადმოაბრუნეთ და წვით 3 წუთით მეორე მხარეს, შებრაწვამდე. შეგიძლიათ, მაჭკატი ნახევრად გაჭრათ და შეამოწმოთ ქათამი შეიწვა თუ არა. თუ ხორცი შიგნით თეთრი ფერის იქნება, ის უკვე მზად არის, ხოლო თუ მეტისმეტად სწრაფად იბრაწება, დაუწიეთ ტემპარატურას.

4

აიოლის გასაკეთებლად* პატარა თასში 1/3 ჭიქა მაიონეზი*, 1 კბილი დაკეპილი ნიორი*, 1/2 ს/კ ლიმონის წვენი*, ¼ ჩ/კ მარილი*, 1/8 ჩ/კ შავი პილპილი* აურიეთ, ისე რომ ერთგვაროვანი მასა მიიღოთ. მაჭკატები და საწებელი ერთად და გემრიელად მიირთვით :)

შენახვა
თქვენთვის რეკომენდებული
იხილეთ მარიეტას რეცეპტი სალათა ოლივიეს მოსამზადებლად. თქვენ როგორ ამზადებთ ოლივიეს?
იხილეთ მარიეტას რეცეპტი სალათა ოლივიეს მოსამზადებლად. თქვენ როგორ ამზადებთ ოლივიეს?
ავტორი:
ძალიან მარტივი და ადვილად მოსამზადებელი ვეგეტარიანული ფრეშ სალათის რეცეპტი. არ შეიცავს გლუტენისს.
ძალიან მარტივი და ადვილად მოსამზადებელი ვეგეტარიანული ფრეშ სალათის რეცეპტი. არ შეიცავს გლუტენისს.
ავტორი:
არსებობს მრავალი რეცეპტი უგემრიელესი სალათა ცეზარის მოსამზადებლად. მათგან საუკეთესო იხილეთ აქ :)
არსებობს მრავალი რეცეპტი უგემრიელესი სალათა ცეზარის მოსამზადებლად. მათგან საუკეთესო იხილეთ აქ :)
ავტორი:
ჯანსაღი და გემრიელი ვინეგრეტის სალათის რეცეპტი რუსეთიდან.
ჯანსაღი და გემრიელი ვინეგრეტის სალათის რეცეპტი რუსეთიდან.
ავტორი:
მოამზადეთ ქათმის სალათა ახლებური გემოთი ჯეიმი ოლივერის რეცეპტის მიხედვით :)
მოამზადეთ ქათმის სალათა ახლებური გემოთი ჯეიმი ოლივერის რეცეპტის მიხედვით :)
ავტორი:
ვინეგრეტის რეცეპტი ბოსტნეულით და მჟავე კომბოსტოთი ძალიან მარტივია, მაგრამ
არა მოსაწყენი.
ვინეგრეტის რეცეპტი ბოსტნეულით და მჟავე კომბოსტოთი ძალიან მარტივია, მაგრამ არა მოსაწყენი.
ავტორი:
კომენტარები
0 კომენტარი
მსგავსი რეცეპტები
ინგრედიენტთა ეს კომბინაცია განსაკუთრებით გემრიელს ხდის ქათამს.
ინგრედიენტთა ეს კომბინაცია განსაკუთრებით გემრიელს ხდის ქათამს.
ავტორი:
გამომცხვარი ქათმის მკერდი და ბრინჯი ყველთან ერთად.
გამომცხვარი ქათმის მკერდი და ბრინჯი ყველთან ერთად.
ავტორი:
ეს მარტივი რეცეპტი ზედმეტი ინგრედიენტის გარეშე სრულყოფილი ქათმის კერძის მომზადებაში დაგეხმარებათ.
ეს მარტივი რეცეპტი ზედმეტი ინგრედიენტის გარეშე სრულყოფილი ქათმის კერძის მომზადებაში დაგეხმარებათ.
ავტორი:
შემწვარი ქათამი მწვანილების სოუსით კიდევ უფრო გემრიელია.
შემწვარი ქათამი მწვანილების სოუსით კიდევ უფრო გემრიელია.
ავტორი: