რეგისტრაცია შესვლა
1
გამარჯობა,
  • კულინარიული აღმოჩენების დროა!
  • ჩაინიშნეთ და შეაფასეთ საყვარელი რეცეპტები
  • გაუზიარეთ სხვებსაც საკუთარი კულინარიული შემოქმედება
დარეგისტრირდით ახლავე!
1
გამარჯობა,
კულინარიული აღმოჩენების დროა!
ჩაინიშნეთ და შეაფასეთ საყვარელი რეცეპტები
გაუზიარეთ სხვებსაც საკუთარი კულინარიული შემოქმედება
განათავსე რეცეპტები!
შენახვა
რეცეპტები სტატიები რჩევები

ფელამუში

კარგი ბადაგისაგან გემრიელი ფელამუშის მომზადება შეგვიძლია. მოიმარაგეთ ინგრედიენტები და შევუდგეთ მომზადებას :)
კარგი ბადაგისაგან გემრიელი ფელამუშის მომზადება შეგვიძლია. მოიმარაგეთ ინგრედიენტები და შევუდგეთ მომზადებას :)
0:40:00
10 ულუფა
ბეჭდვა
რეცეპტის აღწერა

აღმოსავლეთ საქართველოში ბადაგისაგან თათარას ამზადებენ, ხოლო დასავლეთში ფელამუშს. განსხვავება მხოლოდ ფქვილია: აღმოსავლეთში ბადაგს პურის ფქვილს უმატებენ, ხოლო დასავლეთში სიმინდის ფქვილს. ფელამუშის გაკეთება ასევე შესაძლებელია სიმინდისა და პურის ფქვილის თანაბარი ნაზავისგანაც. 

რეცეპტის ინგრედიენტები
1  ლიტრი ბადაგი
160  გრამი სიმინდის ფქვილი
40  გრამი პურის ფქვილი
2  ს/კ შაქარი (საჭიროებისამებრ)
ნიგოზი მოსართავად
რეცეპტის მომზადების საფეხურები
1

ფქვილი და შაქარი თასში მოათავსეთ. თანდათანობით ჩაუმატეთ ბადაგის ნახევარი და თან ხის კოვზით მუდმივად ურიეთ. შემდეგ კი გამოიყენეთ ხელის ბლენდერი, ერთგვაროვანი მასის მისაღებად.

2

დარჩენილი ბადაგი თუჯის ქვაბში ჩაასხით. თანდათანობით ჩაუმატეთ ფქვილიანი მასა და კარგად შეურიეთ. დადგით მაღალ ცეცხლზე, წამოადუღეთ და მუდმივად ურიეთ. შემდეგ შეამცირეთ ტემპერატურა, ადუღეთ დაბალ ცეცხლზე და ურიეთ კიდევ 8-10 წუთით. ამ დროის განმავლობაში ფელამუში უნდა გასქელდეს. გასინჯეთ, რომ ფქვილის გემო არ დაჰკრავდეს.

3

მომზადებული ფელამუში გადმოდგით ცეცხლიდან და თეფშებზე მაშინვე გადაანაწილეთ. სურვილისამებრ, გააფორმეთ ნიგვზის ლებნებით და გემრიელად მიირთვით! შეგიძლიათ მიირთვათ ცხელიც და ცივიც :)

შენახვა
თქვენთვის რეკომენდებული
წარმოგიდგენთ უგემრიელესი ქართული დესერტის, თათარას მარტივ რეცეპტს.
წარმოგიდგენთ უგემრიელესი ქართული დესერტის, თათარას მარტივ რეცეპტს.
ავტორი:
კომენტარები
0 კომენტარი
მსგავსი რეცეპტები
წარმოგიდგენთ უგემრიელესი ქართული დესერტის, თათარას მარტივ რეცეპტს.
წარმოგიდგენთ უგემრიელესი ქართული დესერტის, თათარას მარტივ რეცეპტს.
ავტორი: