რეგისტრაცია შესვლა
1
გამარჯობა,
  • კულინარიული აღმოჩენების დროა!
  • ჩაინიშნეთ და შეაფასეთ საყვარელი რეცეპტები
  • გაუზიარეთ სხვებსაც საკუთარი კულინარიული შემოქმედება
დარეგისტრირდით ახლავე!
1
გამარჯობა,
კულინარიული აღმოჩენების დროა!
ჩაინიშნეთ და შეაფასეთ საყვარელი რეცეპტები
გაუზიარეთ სხვებსაც საკუთარი კულინარიული შემოქმედება
განათავსე რეცეპტები!

მაყვლის პიცა

მარტივი პიცა ზაფხულის გასაგემრიელებლად :)
მარტივი პიცა ზაფხულის გასაგემრიელებლად :)

0:30:00
2 ულუფა
ბეჭდვა
რეცეპტის აღწერა
რეცეპტის ინგრედიენტები
1  ცალი პიცის ცომი
1  ს/კ ზეითუნის ზეთი
1/2  ჭიქა დაჭყლეტილი მაყვალი
1  ჭიქა გახეხილი პარმეზანი
1  ჭიქა გახეხილი მოცარელა
3/4  ჭიქა ყველი რიკოტა
1/2  ჭიქა მთელ–მთელი მაყვალი
1/4  ჭიქა დაჭრილი მწვანე ხახვი
1/2  ჩ/კ მარილი, ან გემოვნებით
დაფქული პილპილი
3  ს/კ დაჭრილი რეჰანი
რეცეპტის მომზადების საფეხურები
1

წინასწარ გააცხელეთ ღუმელი 230 C-ზე.

2

პიცის ცომი ფქვილმოყრილ ზედაპირზე გააბრტყელეთ და საცხობ ლანგარზე გადაიტანეთ.

3

ცომს 1 ს/კ ზეითუნის ზეთი მოასხით და ხელით ან ფუნჯით მთელ ზედაპირზე, განსაკუთრებით კი კიდეებზე კარგად გაანაწილეთ.

4

თასში ჩანგლის დახმარებით დაჭყლიტეთ ½ ჭიქა მაყვალი. მაყვლის რბილობი კოვზით პიცის ცომზე გადაიტანეთ და მთელ ზედაპირზე თანაბრად გადაანაწილეთ.

5

მაყვალს 1 ჭიქა გახეხილი პარმეზანი და 1 ჭიქა გახეხილი მოცარელა მოაყარეთ.

6

პიცას ყველი რიკოტა კოვზის დახმარებით აქა–იქ მოაყარეთ.

7

თავზე მოალაგეთ მთელ–მთელი მაყვალი და დაჭრილი მწვანე ხახვი.

8

შეაზავეთ მარილითა და პილპილით.

9

როცა ღუმელი გაცხელდება, პიცა ღუმელში შედგით.

10

აცხვეთ 8–10 წუთით, ან ცოტა მეტხანს – ცომის კარგად გამოცხობამდე.

11

გამოიღეთ ღუმელიდან და მოაყარეთ დაჭრილი რეჰანი. დაჭერით და გემრიელად მიირთვით!

კომენტარები
0 კომენტარი
ბოლოს განთავსებული
როგორ მოვაწყოთ სამზარეულო ნაქირავებ ბინაში დიდი ხარჯების გარეშე
ნაქირავებ ბინაში სამზარეულო ყოველთვის არ არის მოსახერხებელი, ახალი და სრულად აღჭურვილი. ხშირად მაცხოვრებელს უწევს ძველ ავეჯთან, შეზღუდული რაოდენობის კარადებთან, სუსტ განათებასთან ან ტექნიკის ნაკლებობასთან შეგუება. თუმცა რემონტისა და დიდი ხარჯების გარეშეც შესაძლებელია სამზარეულო უფრო პრაქტიკული, მოწესრიგებული და ყოველდღიური გამოყენებისთვის სასიამოვნო გახდეს.
თარიღი: 05/24/2026
ავტორი: tomato
როგორ ავირჩიოთ ბინა იდეალური სამზარეულოთი
საკვების მოსამზადებლად იდეალური სამზარეულოს მქონე ბინის არჩევა მნიშვნელოვანი ნაბიჯია კულინარიის ყველა მოყვარულისთვის.
თარიღი: 06/01/2024
ავტორი: tomato
ცხელი შოკოლადი
ატმის აზიური სალათა
როგორ უნდა დაიჭრას მთლიანი ქათამი
როგორ დავჭრათ მთლიანი ქათამი ნაჭრებად.
როგორ გავაკეთოთ ხურმის ჩირი
მოამზადეთ უგემრიელესი ხურმის ჩირი საკუთარი ხელით ძალიან მარტივად :)
მსგავსი რეცეპტები
წარმოგიდგენთ მარტივ რეცეპტს პიცის სახლის პირობებში მოსამზადებლად. პიცის მოყვარულები გულგრილი არ დარჩებით.
წარმოგიდგენთ მარტივ რეცეპტს პიცის სახლის პირობებში მოსამზადებლად. პიცის მოყვარულები გულგრილი არ დარჩებით.
ავტორი:
წარმოგიდგენთ რეცეპტს, რომლის მიხედვითაც ტკბილი პიცის მომზადება ძალიან გაგიმარტივდებათ. შეგიძლიათ გამოიყენოთ თქვენთვის სასურველი ნებისმიერი ხილი.
წარმოგიდგენთ რეცეპტს, რომლის მიხედვითაც ტკბილი პიცის მომზადება ძალიან გაგიმარტივდებათ. შეგიძლიათ გამოიყენოთ თქვენთვის სასურველი ნებისმიერი ხილი.
ავტორი:
ერთ–ერთი ცნობილი და გამორჩეულად გემრიელი პიცის რეცეპტი. მოამზადეთ თქვენი საყვარელი პიცა შინ :)
ერთ–ერთი ცნობილი და გამორჩეულად გემრიელი პიცის რეცეპტი. მოამზადეთ თქვენი საყვარელი პიცა შინ :)
ავტორი:
ბოსტნეულის პიცა - პომიდვრით, მოცარელათი და მწვანილით.
ბოსტნეულის პიცა - პომიდვრით, მოცარელათი და მწვანილით.
ავტორი: