რეგისტრაცია შესვლა
1
გამარჯობა,
  • კულინარიული აღმოჩენების დროა!
  • ჩაინიშნეთ და შეაფასეთ საყვარელი რეცეპტები
  • გაუზიარეთ სხვებსაც საკუთარი კულინარიული შემოქმედება
დარეგისტრირდით ახლავე!
1
გამარჯობა,
კულინარიული აღმოჩენების დროა!
ჩაინიშნეთ და შეაფასეთ საყვარელი რეცეპტები
გაუზიარეთ სხვებსაც საკუთარი კულინარიული შემოქმედება
განათავსე რეცეპტები!

მარტივი მსხლის ნამცხვარი

ძალიან მარტივი ფრანგული მსხლის ნამცხვარი, რომელიც დამწყები დიასახლისებისთვისაც კი მარტივი მოსამზადებელია.
ძალიან მარტივი ფრანგული მსხლის ნამცხვარი, რომელიც დამწყები დიასახლისებისთვისაც კი მარტივი მოსამზადებელია.

1:15:00
12 ულუფა
ბეჭდვა
რეცეპტის ინგრედიენტები
4  ცალი პატარა მწიფე მსხალი
250  გრამი კარაქი
1  ცალი ლიმონის ცედრა
250  გრამი შაქარი
1/4  ჩ/კ ვანილის ექსტრაქტი
4  ცალი კვერცხი
250  გრამი ფქვილი
1/2  ჩ/კ გამაფხვიერებელი
მწიკვი მარილი
რეცეპტის მომზადების საფეხურები
1

წინასწარ გააცხელეთ ღუმელი 180 C-ზე. წაუსვით ცხიმი 24 სმ ზომის მრგვალ საცხობ ლანგარს.

2

მიქსერით კარაქი (ოთახის ტემპერატურის) და შაქარი ფაფუკი და თეთრი ფერის მასის მიღებამდე თქვიფეთ.

3

შეურიეთ კვერცხი სათითაოდ. დაუმატეთ ვანილი და ლიმონის ცედრა.

4

სხვა თასში ერთად ჩაცერით ფქვილი, მარილი და გამაფხვიერებელი.

5

ფქვილის ნაზავი კვერცხის ნაზავს ნელ–ნელა შეურიეთ. ზედმეტი თქვეფა საჭირო არაა.

6

ცომის ნახევარი გამზადებულ საცხობ ლანგარზე დაასხით. მოალაგეთ გათლილი და პატარა კუბიკებად დაჭრილი მსხალი. დაასხით ცომის დარჩენილი ნახევარი.

7

აცხვეთ დაახლოებით 60 წუთით, ან სანამ ნამცხვრის ცენტრში მოთავსებულ კბილის ჩხირს სუფთას არ ამოიღებთ.

8

მირთმევამდე მოაყარეთ შაქრის პუდრა.

კომენტარები
0 კომენტარი
ბოლოს განთავსებული
როგორ მოვაწყოთ სამზარეულო ნაქირავებ ბინაში დიდი ხარჯების გარეშე
ნაქირავებ ბინაში სამზარეულო ყოველთვის არ არის მოსახერხებელი, ახალი და სრულად აღჭურვილი. ხშირად მაცხოვრებელს უწევს ძველ ავეჯთან, შეზღუდული რაოდენობის კარადებთან, სუსტ განათებასთან ან ტექნიკის ნაკლებობასთან შეგუება. თუმცა რემონტისა და დიდი ხარჯების გარეშეც შესაძლებელია სამზარეულო უფრო პრაქტიკული, მოწესრიგებული და ყოველდღიური გამოყენებისთვის სასიამოვნო გახდეს.
თარიღი: 05/24/2026
ავტორი: tomato
როგორ ავირჩიოთ ბინა იდეალური სამზარეულოთი
საკვების მოსამზადებლად იდეალური სამზარეულოს მქონე ბინის არჩევა მნიშვნელოვანი ნაბიჯია კულინარიის ყველა მოყვარულისთვის.
თარიღი: 06/01/2024
ავტორი: tomato
ცხელი შოკოლადი
ატმის აზიური სალათა
როგორ უნდა დაიჭრას მთლიანი ქათამი
როგორ დავჭრათ მთლიანი ქათამი ნაჭრებად.
როგორ გავაკეთოთ ხურმის ჩირი
მოამზადეთ უგემრიელესი ხურმის ჩირი საკუთარი ხელით ძალიან მარტივად :)
მსგავსი რეცეპტები
თუ საუზმის მოსამზადებლად ბევრი დრო არ გაქვთ, მხოლოდ 10 წუთში შეგიძლიათ, ნოყიერი ომლეტიც კი მოასწროთ :)
თუ საუზმის მოსამზადებლად ბევრი დრო არ გაქვთ, მხოლოდ 10 წუთში შეგიძლიათ, ნოყიერი ომლეტიც კი მოასწროთ :)
ავტორი:
თამამად მოიწონოთ თავი სადღესასწაულო სუფრებზე ამ განსხვავებული და ორიგინალური კერძით.
თამამად მოიწონოთ თავი სადღესასწაულო სუფრებზე ამ განსხვავებული და ორიგინალური კერძით.
ავტორი:
უგემრიელესი, დაბრაწულკანიანი, ფრანგული პური თქვენი საოჯახო სადილის განუყოფელი ნაწილი გახდება.
უგემრიელესი, დაბრაწულკანიანი, ფრანგული პური თქვენი საოჯახო სადილის განუყოფელი ნაწილი გახდება.
ავტორი:
ჟულიენი მარტივი კერძია ფრანგული სამზარეულოდან, რომლის მომზადებაც არც დიდ დროს წაგართმევთ და არც ენერგიას. შედეგი კი ძალიან გემრიელია.
ჟულიენი მარტივი კერძია ფრანგული სამზარეულოდან, რომლის მომზადებაც არც დიდ დროს წაგართმევთ და არც ენერგიას. შედეგი კი ძალიან გემრიელია.
ავტორი: