რეგისტრაცია შესვლა
1
გამარჯობა,
  • კულინარიული აღმოჩენების დროა!
  • ჩაინიშნეთ და შეაფასეთ საყვარელი რეცეპტები
  • გაუზიარეთ სხვებსაც საკუთარი კულინარიული შემოქმედება
დარეგისტრირდით ახლავე!
1
გამარჯობა,
კულინარიული აღმოჩენების დროა!
ჩაინიშნეთ და შეაფასეთ საყვარელი რეცეპტები
გაუზიარეთ სხვებსაც საკუთარი კულინარიული შემოქმედება
განათავსე რეცეპტები!
შენახვა
რეცეპტები სტატიები რჩევები

იტალიური ომლეტი ფრიტატა

იტალიური ომლეტის მომზადება ძალიან მარტივი და სახალისოა. მოიმარაგეთ ბოსტნეული და შეუდექით გემრიელი საუზმის მომზადებას :)
იტალიური ომლეტის მომზადება ძალიან მარტივი და სახალისოა. მოიმარაგეთ ბოსტნეული და შეუდექით გემრიელი საუზმის მომზადებას :)
0:25:00
6 ულუფა
ბეჭდვა
რეცეპტის აღწერა

იტალიური ომლეტი ფრიტატას მომზადებისას მთავარი ინგრედიენტი არის არა კვერცხი არამედ მსხვილად დაჭრილი ბოსტნეული, ამიტომ დავეშუროთ ბევრ ბოსტნეულს. კვერცხის ფუნქცია ამ მასის გაერთიანებაა. გამოდის დიდი მოცულობის, რელიეფური და ლამაზი საუზმე. ომლეტი თავდაპირველად მზადდება ტაფაზე, ხოლო შემდეგ იდგმევა ღუმელში. თუ ღუმელი არ გაქვთ, მაშინ ტაფას მჭიდროდ დაახურეთ სახურავი, ცეცხლს კი დაუწიეთ.

რეცეპტის ინგრედიენტები
6  ცალი კვერცხი
3  ცალი წითელი ბულგარული წიწაკა
1  თავი წითელი ხახვი
1  კონა ოხრახუში
150  გრამი ბროკოლი
1/4  ცალი ლიმონი
2  ს/კ ზეითუნის ზეთი
2  კბილი ნიორი
30  გრამი კარაქი
მუსკატის კაკალი გემოვნებით
პაპრიკა გემოვნებით
1  პატარა კონა ქონდარი
პილპილი და მარილი გემოვნებით
რეცეპტის მომზადების საფეხურები
1

შევურიოთ კვერცხს მარილი, მუსკატის კაკალი და პაპრიკა.

2

ბროკოლი დავყოთ, ნაწილებად. ხახვი დავჭრათ რკალებად.

3

ნიორი და ოხრახუში წვრილად დაჭერით, შეაზავეთ ლიმონის წვენითა და ზეითუნის ზეთით.

4

დაჭრილი ხახვი მოვხრაკოთ ზეთში დარბილებამდე, დავუმატოთ ბროკოლი, მოვთუშოთ კიდევ 1 წუთი, რის შემდეგაც დავუმატოთ ბულგარული წიწაკა და ვთუშოთ კიდევ 1 წუთი. დავუმატოთ ქონდარის ფოთლები, 1 წუთის შემდეგ კი ოხრახუში ნივრით ლიმონის და ზეითუნის წვენით. 30 წამის შემდეგ კი მოვასხათ ათქვეფილი კვერცხი.

5

კვერცხი როცა დაიწყებს მზადებას ტაფა შედგით ღუმელში 5-7 წთ. განმავლობაში (წინასწარ გააცხელეთ ღუმელი180 გრადუს ტემპერატურაზე). მაგიდაზე მიტანისას მოაყარეთ მარილი, პილპილი და ქონდარის ფოთლები.

შენახვა
თქვენთვის რეკომენდებული
კარბონარა იტალიური კერძია, რომლის მთავარი ინგრედიენტი მაკარონი და უმი კვეცრხის სოუსია.
კარბონარა იტალიური კერძია, რომლის მთავარი ინგრედიენტი მაკარონი და უმი კვეცრხის სოუსია.
ავტორი:
იტალიური კერძის მარტივი რეცეპტი კულინარიაზე ქათმის გემრიელად მოსამზადებლად.
იტალიური კერძის მარტივი რეცეპტი კულინარიაზე ქათმის გემრიელად მოსამზადებლად.
ავტორი:
რიზოტო იტალიური კერძია – სოკოს რიზოტო კი ამ კერძის ერთ–ერთი ყველაზე გემრიელი ვარიაციაა.
რიზოტო იტალიური კერძია – სოკოს რიზოტო კი ამ კერძის ერთ–ერთი ყველაზე გემრიელი ვარიაციაა.
ავტორი:
პანეტონე - პასკა იტალიურად :)
პანეტონე - პასკა იტალიურად :)
ავტორი:
კომენტარები
0 კომენტარი
მსგავსი რეცეპტები
მარტივი საზაფხულო სალათის რეცეპტი, რომლის მომზადებაც არასდროს დაგეზარებათ!
მარტივი საზაფხულო სალათის რეცეპტი, რომლის მომზადებაც არასდროს დაგეზარებათ!
ავტორი:
გემრიელი სალათების მომზადებაში იტალიური სალათის საკმაზი დაგეხმარებათ. გამოდის დაახლოებით 1 ჭიქა.
გემრიელი სალათების მომზადებაში იტალიური სალათის საკმაზი დაგეხმარებათ. გამოდის დაახლოებით 1 ჭიქა.
ავტორი:
კარბონარა იტალიური კერძია პირდაპირ რომიდან. ამ კერძის მომზადება სხვადასხვაგვარად შეგიძლიათ. ამჯერად გთავაზობთ კარბონარას ქათმის ხორცით.
კარბონარა იტალიური კერძია პირდაპირ რომიდან. ამ კერძის მომზადება სხვადასხვაგვარად შეგიძლიათ. ამჯერად გთავაზობთ კარბონარას ქათმის ხორცით.
ავტორი:
ლამაზი და ორიგინალური, ამასთან ძალიან გემრიელი კერძი, რომელიც ნამდვილად საჭიროებს იმპროვიზაციას!
ლამაზი და ორიგინალური, ამასთან ძალიან გემრიელი კერძი, რომელიც ნამდვილად საჭიროებს იმპროვიზაციას!
ავტორი: