რეგისტრაცია შესვლა
1
გამარჯობა,
  • კულინარიული აღმოჩენების დროა!
  • ჩაინიშნეთ და შეაფასეთ საყვარელი რეცეპტები
  • გაუზიარეთ სხვებსაც საკუთარი კულინარიული შემოქმედება
დარეგისტრირდით ახლავე!
1
გამარჯობა,
კულინარიული აღმოჩენების დროა!
ჩაინიშნეთ და შეაფასეთ საყვარელი რეცეპტები
გაუზიარეთ სხვებსაც საკუთარი კულინარიული შემოქმედება
განათავსე რეცეპტები!

ვაშლის სამარხვო ნამცხვარი

ყველაზე პოპულარული სამარხვო დესერტის რეცეპტი კულინარიაზე!
ყველაზე პოპულარული სამარხვო დესერტის რეცეპტი კულინარიაზე!

0:00:00
ულუფა
ბეჭდვა
რეცეპტის აღწერა

უმარტივესი რეცეპტი ძალზედ გემრიელი ტკბილი სამარხვო ღვეზელის მცირე დროში მოსამზადებლად. ენდეთ შეფასებებს იმ ათეულობით დიასახლისისგან, რომლებმაც უკვე მოამზადეს და მოიწონეს ვაშლის სამარხვო ნამცხვარი!

რეცეპტის ინგრედიენტები
1  კგ. ვაშლი
1  ჩ/ჭ ზეთი
1  ჩ/ჭ შაქარი
3 1/2  ჩ/ჭ ფქვილი
3  ს/კ შაქრის ფქვილი
1  ჩ/კ სოდა
1  პაკეტი ვანილი
1/2  ჩ/ჭ ცხელი წყალი
რეცეპტის მომზადების საფეხურები
1

ჯამზე დაყარეთ სამი ჩაის ჭიქა ფქვილი, გაუკეთეთ ღრმული, ჩაასხით ზეთი და ნახევარი ჭიქა ცხელი წყალი, დაამატეთ სოდა და მოზილეთ ცომი. ვაშლი(სასურველია მცირე ზომის) გათალეთ და დაჭერით.

2

გულის მოსამზადებლად ერთმანეთს აურიეთ ერთი ჩაის ჭიქა შაქარი, ნახევარი ჭიქა ფქვილი და ვანილი.

3

ცომი გაყავით ორ ნაწილად. ერთი ნაწილი გააბრტყელეთ, დადეთ ფქვილმოყრილ ტაფაზე, თანაბრად გადაანაწილეთ მასზე გული, დააწყვეთ ვაშლის ნაჭრები და დააფარეთ ცომის მეორე ფენა. გვერდები ამოუკეცეთ და გამოაცხვეთ ნელ ცეცხლზე.

4

როდესაც გავარდისფერდება, გამოიღეთ და დაჭერით თბილი. როცა გაცივდება, მოაყარეთ შაქრის ფქვილი. გემრიელად მიირთვით!

კომენტარები
1 კომენტარი

maria77
04/07/2020
სასწაულად გემრიელია ოღონდ ვაშლის შემდეგ დარიჩინი მოვაყარე. გირჩევთ თქვენც ❤️
ბოლოს განთავსებული
როგორ მოვაწყოთ სამზარეულო ნაქირავებ ბინაში დიდი ხარჯების გარეშე
ნაქირავებ ბინაში სამზარეულო ყოველთვის არ არის მოსახერხებელი, ახალი და სრულად აღჭურვილი. ხშირად მაცხოვრებელს უწევს ძველ ავეჯთან, შეზღუდული რაოდენობის კარადებთან, სუსტ განათებასთან ან ტექნიკის ნაკლებობასთან შეგუება. თუმცა რემონტისა და დიდი ხარჯების გარეშეც შესაძლებელია სამზარეულო უფრო პრაქტიკული, მოწესრიგებული და ყოველდღიური გამოყენებისთვის სასიამოვნო გახდეს.
თარიღი: 05/24/2026
ავტორი: tomato
როგორ ავირჩიოთ ბინა იდეალური სამზარეულოთი
საკვების მოსამზადებლად იდეალური სამზარეულოს მქონე ბინის არჩევა მნიშვნელოვანი ნაბიჯია კულინარიის ყველა მოყვარულისთვის.
თარიღი: 06/01/2024
ავტორი: tomato
ცხელი შოკოლადი
ატმის აზიური სალათა
როგორ უნდა დაიჭრას მთლიანი ქათამი
როგორ დავჭრათ მთლიანი ქათამი ნაჭრებად.
როგორ გავაკეთოთ ხურმის ჩირი
მოამზადეთ უგემრიელესი ხურმის ჩირი საკუთარი ხელით ძალიან მარტივად :)
მსგავსი რეცეპტები
ძალიან გემრიელი, სამარხვო ტორტის რეცეპტი ნუშის ნატეხებით.
ძალიან გემრიელი, სამარხვო ტორტის რეცეპტი ნუშის ნატეხებით.
ავტორი:
ტომატო გთავაზობთ გემრიელი სამარხვო თაფლაკვერების რეცეპტს, რომელიც მიანიჭებს თქვენს სუფრას მეტ სიტკბოებას.
ტომატო გთავაზობთ გემრიელი სამარხვო თაფლაკვერების რეცეპტს, რომელიც მიანიჭებს თქვენს სუფრას მეტ სიტკბოებას.
ავტორი:
ბანანის უკვერცხო რბილი მაფინები ნიგვზით. გამოდის 4 ცალი დიდი მაფინი.
ბანანის უკვერცხო რბილი მაფინები ნიგვზით. გამოდის 4 ცალი დიდი მაფინი.
ავტორი:
ეს რეცეპტი დაგეხმარებათ შოკოლადის უგემრიელესი სამარხვო ნამცხვრის მომზადებაში.
ეს რეცეპტი დაგეხმარებათ შოკოლადის უგემრიელესი სამარხვო ნამცხვრის მომზადებაში.
ავტორი: