რეგისტრაცია შესვლა
1
გამარჯობა,
  • კულინარიული აღმოჩენების დროა!
  • ჩაინიშნეთ და შეაფასეთ საყვარელი რეცეპტები
  • გაუზიარეთ სხვებსაც საკუთარი კულინარიული შემოქმედება
დარეგისტრირდით ახლავე!
1
გამარჯობა,
კულინარიული აღმოჩენების დროა!
ჩაინიშნეთ და შეაფასეთ საყვარელი რეცეპტები
გაუზიარეთ სხვებსაც საკუთარი კულინარიული შემოქმედება
განათავსე რეცეპტები!
შენახვა
რეცეპტები სტატიები რჩევები

გალეტი პომიდორი ჩერითა და პუნში ტეკილით

თუ გემრიელ კერძებზე ასეთივე სასმელის მიყოლება თქვენთვის უცხო არაა, ეს რეცეპტი თქვენთვისაა.

0:00:00
ულუფა
ბეჭდვა
რეცეპტის ინგრედიენტები
400  გრამი ფქვილი
1  ცალი კვერცხი
1 2/13  ლიტრი წყალი
200  გრამი პომიდორი ჩერი
60  გრამი ყველი მოცარელა
ბაზილიკა
3  ცალი პომიდორი
1  კბილი ნიორი
1  ცალი ხახვი
შაქარი
60  მლ/ლ ლიმონის წვენი
70  მლ/ლ ზეითუნის ზეთი
მარილი
100  მლ/ლ ფორთოხლის წვენი
200  მლ/ლ ტეკილა
100  მლ/ლ გრეიფრუტის წვენი
შავი ჩაი
დარიჩინი
რეცეპტის მომზადების საფეხურები
1

თასში გაცერით 400 გრ. ფქვილი და მოაყარეთ მარილი. ცალკე ჭურჭელში ათქვიფეთ კვერცხი მარილთან და ზეითუნის ზეთთან ერთად, დაამატეთ 100-150 მლ. ოთახის ტემპერატურის წყალი და ამოურიეთ. თხევადი მასა დაასხით ფქვილს, მოზილეთ ცომი და დატოვეთ 30-40 წუთის განმავლობაში.

2

მოამზადეთ ტომატის სოუსი. გაფრცქვენით ხახვი, 1 კბილი ნიორი და დაჭერით წვრილად. გაცხელებულ ტაფაზე დაასხით ზეითუნის ზეთი და შებრაწეთ ხახვი. დაჭერით პომიდორი მომცრო კუბიკებად და დაამატეთ დაბრაწულ ხახვს ნიორთან ერთად. მიღებული მასა შეაზავეთ მარილით, ცოტაოდენი შაქრითა და ლიმონის წვენით.

3

გაჭერით ჩერის პომიდვრები შუაზე და ყველი მოცარელას ბურთულები რამდენიმე ნაწილად. ფქვილიან მაგიდაზე გადმოიღეთ ცომი და გააბრტყელეთ წრის ფორმაზე (30-35 სმ. დიამეტრითა და 5-7 მმ. სისქით). საცხობი ლანგარი დაფარეთ პერგამენტის ქაღალდით და მასზე მოათავსეთ ცომი. ზემოდან კი, წაუსვით ტომატის სოუსი ისე, რომ ცომის კიდეებამდე 3-4 სმ. დარჩეს. ამ ყველაფერს კი, ზემოდან მოაწყვეთ პომიდორი ჩერი და მოცარელას დაჭრილი ბურთულები. აკეცეთ ცომის ნაპირები, ზემოდან მოაპკურეთ ზეითუნის ზეთი და საცხობი ლანგარი მოათავსეთ 180° -მდე გაცხელებულ ღუმელში, ვიდრე არ გამოცხვება.

4

მოამზადეთ პუნში. ადუღეთ 1 ლ. წყალი და დააყენეთ ჩაის ფერი. 200 მლ. ტეკილა ჩაასხით ჭურჭელში და ადევნეთ თვალყური, რომ ადუღებამდე არ მივიდეს. გაწურეთ ნახევარი ლიმონი, 1 ფორთოხალი და გრეიფრუტი. მათი წვენი კი დაასხით შემთბარ ტეკილას. ამ ყველაფერს დაამატეთ ცოტაოდენი დარიჩინი, ჩაის ფერი და 2 ჩ/კ შაქარი. შეათბეთ პუნში, თუმცა არ აადუღოთ.

შენახვა
თქვენთვის რეკომენდებული
გემრიელი და სახალისო ორცხობილები საყვარელი ადამიანებისთვის. დააგემოვნეთ და შეაფასეთ :)

ავტორი:
გთავაზობთ პოპულარული და ძალიან გემრიელი კერძის რეცეპტს. თქვენ როგორ ამზადებთ ამ კერძს?

მოამზადეთ სოკო გემრიელი შიგთავსით და გაალამაზეთ თქვენი სუფრა!

მოამზადეთ 12 ცალი დიდი ზომის ქამა სოკო ყველის უგემრიელესი შიგთავსით სულ რაღაც 45 წუთში.

მოამზადეთ, სურვილისამებრ მორთეთ მაიონეზით, გააფორმეთ მწვანილით და აუცილებლად გემრიელად მიირთვით!

კომენტარები
0 კომენტარი
მსგავსი რეცეპტები