რეგისტრაცია შესვლა
1
გამარჯობა,
  • კულინარიული აღმოჩენების დროა!
  • ჩაინიშნეთ და შეაფასეთ საყვარელი რეცეპტები
  • გაუზიარეთ სხვებსაც საკუთარი კულინარიული შემოქმედება
დარეგისტრირდით ახლავე!
1
გამარჯობა,
კულინარიული აღმოჩენების დროა!
ჩაინიშნეთ და შეაფასეთ საყვარელი რეცეპტები
გაუზიარეთ სხვებსაც საკუთარი კულინარიული შემოქმედება
განათავსე რეცეპტები!
შენახვა
რეცეპტები სტატიები რჩევები

არაქისის კარაქი

გემრიელად ისაუზმეთ თქვენსავე მიერ სახლში მომზადებული კარაქით.
გემრიელად ისაუზმეთ თქვენსავე მიერ სახლში მომზადებული კარაქით.
0:00:00
ულუფა
ბეჭდვა
რეცეპტის ინგრედიენტები
900  გრამი არაქისი
2  ს/კ არაქისის ზეთი
1  ს/კ მსხვილი მარილი
420  გრამი გარჩეული, მოხალული არაქისი
1  ჩ/კ მსხვილი მარილი
1 1/2  ჩ/კ თაფლი
1 1/2  ს/კ არაქისის ზეთი
რეცეპტის მომზადების საფეხურები
1

არაქისის მოსახალად წინასწარ გააცხელეთ ღუმელი 180°C-ზე.

2

გაავლეთ გაურჩეველი, უმი არაქისი წყალში ჭუჭყის მოსაშორებლად და შეამშრალეთ. მოათავსეთ დიდ თასში, შეურიეთ 2 სუფრის კოვზი არაქისის ზეთი, 1-2 სუფრის კოვზი მარილი (გემოვნებით) და აურიეთ, რომ კარგად დაიფაროს.

3

დაალაგეთ ორ საშუალო ზომის ლანგარზე ერთ ფენად და ხალეთ 30–35 წუთის განმავლობაში. ხალვის დაწყებიდან 15–20 წუთში ლანგრები შეატრიალეთ.

4

მოხალული არაქისი გამოდგით და გააგრილეთ. რაც მეტად გაგრილდება, მით უფრო ხრაშუნა გახდება.

5

კარაქის მოსამზადებლად მოათავსეთ 420 გრამი უკვე მოხალული, გარჩეული და გაფრცქვნილი არაქისი, ერთი ჩაის კოვზი მარილი და ერთ-ნახევარი ჩაის კოვზი თაფლი კომბაინის თასში და თქვიფეთ 1 წუთის განმავლობაში.

6

ჩამოფხიკეთ თასის კედლებზე შერჩენილი მასა, შემდეგ კვლავ დაახურეთ თავსახური და განაგრძეთ თქვეფა. ნელ–ნელა შეურიეთ ერთ-ნახევარი ჩაის კოვზი ზეთი და თქვიფეთ, სანამ ერთგვაროვან, გლუვ მასას არ მიიღებთ (დაახლ. 1.5 ან 2 წუთი).

7

ბოლოს, გადაიტანეთ მიღებული მასა ჰერმეტულ კონტეინერში და შედგით მაცივარში. ამ პირობებში შენახვისას ვარგისია 2 თვის მანძილზე.

არაქისის კარაქის გემოს მთავარი საიდუმლო არაქისის სწორად მოხალვაშია.

შენახვა
თქვენთვის რეკომენდებული
განსხვავებული და სწრაფი მეთოდი არომატული, მჟავე ტყლაპის გასაკეთებლად.
განსხვავებული და სწრაფი მეთოდი არომატული, მჟავე ტყლაპის გასაკეთებლად.
ავტორი:
დაატკბეთ სუფრა!
დაატკბეთ სუფრა!
ავტორი:
სრულად იყენებთ თქვენი ფიზიკური და გონებრივი შრომის პოტენციალს?
სრულად იყენებთ თქვენი ფიზიკური და გონებრივი შრომის პოტენციალს?
ავტორი:
კომენტარები
0 კომენტარი
მსგავსი რეცეპტები