რეგისტრაცია შესვლა
1
გამარჯობა,
  • კულინარიული აღმოჩენების დროა!
  • ჩაინიშნეთ და შეაფასეთ საყვარელი რეცეპტები
  • გაუზიარეთ სხვებსაც საკუთარი კულინარიული შემოქმედება
დარეგისტრირდით ახლავე!
1
გამარჯობა,
კულინარიული აღმოჩენების დროა!
ჩაინიშნეთ და შეაფასეთ საყვარელი რეცეპტები
გაუზიარეთ სხვებსაც საკუთარი კულინარიული შემოქმედება
განათავსე რეცეპტები!

არაჟნის ჟელე ბანანით

არაჟნის ჟელეს ბანანი გემრიელად ეთავსება. მოახეხეთ შოკოლადიც და ეს უკვე ნეტარებაა!
არაჟნის ჟელეს ბანანი გემრიელად ეთავსება. მოახეხეთ შოკოლადიც და ეს უკვე ნეტარებაა!

0:00:00
ულუფა
ბეჭდვა
რეცეპტის ინგრედიენტები
500  გრამი არაჟანი
100  გრამი შაქარი
2  ცალი ბანანი
15  გრამი ჟელატინი
25  გრამი შოკოლადი
რეცეპტის მომზადების საფეხურები
1

ჟელეს მოსამზადებლად განკუთვნილი არაჟანი უნდა იყოს გამთბარი ოთახის ტემპერატურაზე. დაუმატეთ არაჟანს შაქარი და ათქვიფეთ მიქსერით დაახლოებით 5 წუთის განმავლობაში, სანამ შაქარი ბოლომდე არ გადნება.

2

დაასხით ჟელატინს 100 მლ. ცხელი წყალი (არა მდუღარე), ურიეთ საგულდაგულოდ, სანამ ჟელატინი ბოლომდე არ გაიხსნება. გააგრილეთ ოთახის შესაბამის ტემპერატურამდე. ურიეთ პერიოდულად.

3

დაუმატეთ ჟელატინი არაჟანს (არაჟანი და ჟელატინი უნდა იყოს ერთი და იმავე ტემპერატურის) და ათქვიფეთ.

4

გაფცქვენით ბანანი და დაჭერით მსხვილ ნაჭრებად. ჩააწყვეთ პორციებად ჭიქებში. ჩაუმატეთ არაჟანი და 1-2 საათით შედგით მაცივარში გასაცივებლად.

5

გახეხეთ შოკოლადი წვრილ სახეხზე და მოაყარეთ მზა ჟელეს. გემრიელად მიირთვით!

კომენტარები
0 კომენტარი
ბოლოს განთავსებული
როგორ მოვაწყოთ სამზარეულო ნაქირავებ ბინაში დიდი ხარჯების გარეშე
ნაქირავებ ბინაში სამზარეულო ყოველთვის არ არის მოსახერხებელი, ახალი და სრულად აღჭურვილი. ხშირად მაცხოვრებელს უწევს ძველ ავეჯთან, შეზღუდული რაოდენობის კარადებთან, სუსტ განათებასთან ან ტექნიკის ნაკლებობასთან შეგუება. თუმცა რემონტისა და დიდი ხარჯების გარეშეც შესაძლებელია სამზარეულო უფრო პრაქტიკული, მოწესრიგებული და ყოველდღიური გამოყენებისთვის სასიამოვნო გახდეს.
თარიღი: 05/24/2026
ავტორი: tomato
როგორ ავირჩიოთ ბინა იდეალური სამზარეულოთი
საკვების მოსამზადებლად იდეალური სამზარეულოს მქონე ბინის არჩევა მნიშვნელოვანი ნაბიჯია კულინარიის ყველა მოყვარულისთვის.
თარიღი: 06/01/2024
ავტორი: tomato
ცხელი შოკოლადი
ატმის აზიური სალათა
როგორ უნდა დაიჭრას მთლიანი ქათამი
როგორ დავჭრათ მთლიანი ქათამი ნაჭრებად.
როგორ გავაკეთოთ ხურმის ჩირი
მოამზადეთ უგემრიელესი ხურმის ჩირი საკუთარი ხელით ძალიან მარტივად :)
მსგავსი რეცეპტები
ბლომანჟეს საბაზისო რეცეპტი – გემრიელი დესერტის მოსამზადებლად.
ბლომანჟეს საბაზისო რეცეპტი – გემრიელი დესერტის მოსამზადებლად.
ავტორი:
საზაფხულო გამაგრილებელი დესერტის პანა კოტას რეცეპტი ტკბილულის მოყვარულებისთვის.
საზაფხულო გამაგრილებელი დესერტის პანა კოტას რეცეპტი ტკბილულის მოყვარულებისთვის.
ავტორი:
მოამზადეთ ბავშვების საყვარელი სასუსნავი სახლში, ბავშვებთან ერთად და მათთან ერთად იმხიარულეთ!
მოამზადეთ ბავშვების საყვარელი სასუსნავი სახლში, ბავშვებთან ერთად და მათთან ერთად იმხიარულეთ!
ავტორი: