რეგისტრაცია შესვლა
1
გამარჯობა,
  • კულინარიული აღმოჩენების დროა!
  • ჩაინიშნეთ და შეაფასეთ საყვარელი რეცეპტები
  • გაუზიარეთ სხვებსაც საკუთარი კულინარიული შემოქმედება
დარეგისტრირდით ახლავე!
1
გამარჯობა,
კულინარიული აღმოჩენების დროა!
ჩაინიშნეთ და შეაფასეთ საყვარელი რეცეპტები
გაუზიარეთ სხვებსაც საკუთარი კულინარიული შემოქმედება
განათავსე რეცეპტები!

მთვრალი ალუბალი

გამორჩეული, რბილი და უნაზესი ნამცხვარი - განსაკუთრებული არომატით :)
გამორჩეული, რბილი და უნაზესი ნამცხვარი - განსაკუთრებული არომატით :)

2:00:00
15 ულუფა
ბეჭდვა
რეცეპტის ინგრედიენტები
4   ს/კ უმარილო კარაქი
1 12   ჭიქა თეთრი შაქარი
2   ცალი კვერცხი
1   ჩ/კ ვანილის ექსტრაქტი
1   ჭიქა თბილი რძე
1 13   ჭიქა ფქვილი
34   ჭიქა დაუმტკბარი კაკაოს ფხვნილი
2 12   ჩ/კ გამაფხვიერებელი
18   ჩ/კ ზღვის მარილი
4   ჭიქა (450 გრ) ალუბალი
12   ჭიქა ოქროსფერი რომი
14   ჭიქა ცივი გაფილტრული წყალი
1   ჭიქა უმარილო კარაქი
3   ჭიქა შაქრის პუდრა
14   ჩ/კ ზღვის მარილი
450   გრამი კრემ–ყველი
4   ს/კ გადანახული ალუბლის სიროფი
ნახევრად ტკბილი შოკოლადი
ალუბალი მოსართავად
რეცეპტის მომზადების საფეხურები
1

ალუბლის მომზადება: გარეცხეთ 450 გრ ალუბალი და მოაშორეთ კურკა. დაჭერით და მოათავსეთ საშუალო თასში 0.5 ჭიქა ოქროსფერ რომთან ერთად. გააჩერეთ ოთახის ტემპერატურაზე 1 საათით. შემდეგ თასის ზემოდან მოათავსეთ საწური და ზედ ალუბალი გადაიტანეთ. ალუბალი და თასში დაგროვებული სიროფიც ცალცალკე შეინახეთ.

2

შოკოლადის ბისკვიტის მომზადება: წინასწარ გააცხელეთ ღუმელი 175 C–ზე. მოუსვით კარაქი და მოაყარეთ ფქვილი, ორ ცალ 20 სმ ზომის საცხობ ლანგარს.

3

თასში ათქვიფეთ 4 ს/კ დარბილებული კარაქი, 1.5 ჭიქა შაქარი, 2 ცალი კვერცხი და 1 ჩ/კ ვანილი. თქვიფეთ მაღალ სიჩქარეზე გაღიავებამდე და ფაფუკი მასის მიღებამდე. შეურიეთ 1 ჭიქა თბილი რძე და თქვიფეთ ერთგვაროვანი მასის მიღებამდე.

4

1 1/3 ჭიქა ფქვილი, ¾ ჭიქა დაუმტკბარი კაკაო, 1/8 ჩ/კ მარილი და 2 ½ ჩ/კ გამაფხვიერებელი ერთად გაცერით. გაცრილი ინგრედიენტები ცომში კარგად შეურიეთ და ათქვიფეთ. მიღებული ცომი წინასწარ გამზადებულ ორ ცალ საცხობ ლანგარზე თანაბრად გადაანაწილეთ და აცხვეთ 175 C-ზე 30 წუთით, ან სანამ ნამცხვრის ცენტრში მოთავსებულ კბილის ჩხირს სუფთას არ ამოიღებთ.

5

გამოიღეთ ღუმელიდან. როცა ბისკვიტები ცოტა შეგრილდება რკინის ცხაურზე გადმოიტანეთ და ბოლომდე გააგრილეთ.

6

კრემის მომზადება: თასში მიქსერით 1 ჭიქა დარბილებული უმარილო კარაქი, 3 ჭიქა შაქრის პუდრა და ¼ ჩ/კ მარილი დაბალ სიჩქარეზე კარგად შერევამდე თქვიფეთ (1 წუთით). გაზარდეთ სიჩქარე საშუალომდე და თქვიფეთ გაღიავებამდე და ფაფუკი მასის მიღებამდე (2 წთ).

7

კრემ–ყველი 16 ნაწილად დაყავით და თასში მასას სათითაოდ შეათქვიფეთ. როცა კრემ–ყველს ბოლომდე შეურევთ კიდევ 1 წუთით განაგრძეთ თქვეფა.

8

დაუმატეთ 4 ს/კ გადანახული ალუბლისა და რომის სიროფი და 1 წუთის განმავლობაში ნელ–ნელა შეურიეთ მასას. დარჩენილი სიროფი შეინახეთ და კრემი ნამცხვრის მორთვამდე მაცივარში შედგით.

9

როცა კრემის მომზადებას მორჩებით, ნამცხვრის თითოეული ფენა შუაში ჰორიზონტალურად გაჭერით ისე, რომ 4 თანაბარი ფენა მიიღოთ (ფენები კრემის მომზადებამდე არ გაჭრათ, რადგან გამოშრება). ერთი ფენა ნამცხვრის სადგამ ლანგარზე მოათავსეთ (გაჭრილი ზედაპირით ზემოთ).

10

1/4 ჭიქა ცივი წყალი დარჩენილ ალუბლის სიროფში შეურიეთ. ნამცხვრის პირველი ფენა 1/3 ჭიქა ალუბლისა და რომის სიროფით დანამეთ. გადაუსვით კრემი და მოალაგეთ მთვრალი ალუბლების მესამედი ნაწილი. გაიმეორეთ ეს ეტაპები დარჩენილი სამი ფენის შემთხვევაში. ბოლო ფენას დანამვა აღარ სჭირდება და არც კრემი გადაუსვათ. შედგით მაცივარში 15–20 წუთით, შემდეგ გამოიღეთ და თავზე და გვერდებზე გადაუსვით კრემი. მორთეთ მთელ–მთელი ალუბლებით და გახეხილი შოკოლადით. გაუმასპინძლდით საყვარელ ადამიანებს :)

კომენტარები
0 კომენტარი
სხვა საინტერესო რეცეპტები და რჩევები
ცხელი შოკოლადი
ატმის აზიური სალათა
შოკოლადის მაფინი
რამდენიმე ხრიკი, თუ როგორ მოვამზადოთ წვნიანი და რბილი ქათამი
ქათმის მომზადება ერთი შეხედვით ადვილია, მაგრამ ხშირად საბოლოო შედეგი მაინც გამომშრალი ხორცია. ჩვენ გაგიზიარებთ რამდენიმე მარტივ რჩევას, რის შემდეგაც თქვენი ქათმის ხორცი წვნიანი და ფაფუკი გახდება.
თარიღი: 06/10/2022
ავტორი: Tekla_mi
რა განსხვავებაა ქათმის თეთრ და მუქ ხორცს შორის?
ქათმის ხორცი ჯანსაღი კვების უმნიშვნელოვანესი ნაწილია. იგი წარმოადგენს მაღალი ხარისხის, ადვილად ასათვისებელ ცილების, ვიტამინების, ამინომჟავებისა და მინერალური ნივთიერებების შეუცვლელ წყაროს ნებისმიერი ასაკის ორგანიზმისთვის. როდესაც საქმე ეხება ქათმის ნაჭრის არჩევას, რომელს ანიჭებთ უპირატესობას ქათმის თეთრ თუ მუქ ხორცს? ქათმის ფრთები და მკერდი თეთრ ხორცად ითვლება, ქათმის ბარკლები კი მუქად.
თარიღი: 06/03/2022
ავტორი: Tekla_mi
რა დაგვეხმარება გემრიელი კერძების მომზადებაში ზედმეტი ძალისხმევის გარეშე
ქართული სამზარეულო მთელს მსოფლიოში დიდი პოპულარობით სარგებლობს, ტრადიციული კულინარია მრავალფეროვანი კერძებით გამოირჩევა და მათი გემო უდაოდ გამოარჩევს ქართულ სამზარეულოს სხვადასხვა ქვეყნის კერძებისგან, თუმცა კერძების მზადება დიდ ძალისხმევასთანაა დაკავშირებული.
თარიღი: 05/21/2022
ავტორი: tomato
როგორ უნდა დაიჭრას მთლიანი ქათამი
როგორ დავჭრათ მთლიანი ქათამი ნაჭრებად.
როგორ გავაკეთოთ ხურმის ჩირი
მოამზადეთ უგემრიელესი ხურმის ჩირი საკუთარი ხელით ძალიან მარტივად :)
ქაღალდის ნაძვის ხე
გააკეთეთ საახალწლო ფერად–ფერადი ნაძვის ხეები უმარტივესად :)
მსგავსი რეცეპტები
გერმანული ვაშლის ნამცხვარი უგემრიელესი დესერტია და ის იოლი მოსამზადებელია!
გერმანული ვაშლის ნამცხვარი უგემრიელესი დესერტია და ის იოლი მოსამზადებელია!
ავტორი:
მარტივი, ნაზი, არომატული ატმის ნამცხვარი მეგობრების გასამასპინძებლად :)
მარტივი, ნაზი, არომატული ატმის ნამცხვარი მეგობრების გასამასპინძებლად :)
ავტორი:
ეს მარტივად მოსამზადებელი ტკბილეული არც დიდ დროს წაგართმევთ და არც ენერგიას. ისიამოვნეთ :)
ეს მარტივად მოსამზადებელი ტკბილეული არც დიდ დროს წაგართმევთ და არც ენერგიას. ისიამოვნეთ :)
ავტორი:
ეს ერთ-ერთი ყველაზე გემრიელი ნამცხვარია, რომლის მომზადებაც სახლის პირობებში შეგიძლიათ.
ეს ერთ-ერთი ყველაზე გემრიელი ნამცხვარია, რომლის მომზადებაც სახლის პირობებში შეგიძლიათ.
ავტორი: