ბროკოლის, ჩედარის და მაკარონის სუპი
მაკარონი და ყველი - ბროკოლთან ერთად გემრიელი სუპის მომზადებაში დაგეხმარებათ.
საშუალო ტემპერატურაზე დიდ ქვაბში გააცხელეთ 1 ს/კ ზეითუნის ზეთი და ნიორი 3 წუთით მოთუშეთ. დაუმატეთ ხახვი და ღვინო, ადუღეთ 5 წუთით. დაუმატეთ ბულიონი, მაკარონი და შეაზავეთ 1 ჩ/კ მარილითა და ½ ჩ/კ შავი პილპილით. ადუღეთ მაკარონის მოხარშვამდე.
მირთმევამდე დაუმატეთ ბროკოლი, ჩედარი და ოხრახუში. ხარშეთ ბრკოლის დარბილებამდე და ყველის დადნობამდე, დაახლოებით 1 წუთით.
მორთეთ ოხრახუშით და მიირთვით მომზადებისთანავე.