რეგისტრაცია შესვლა
1
გამარჯობა,
  • კულინარიული აღმოჩენების დროა!
  • ჩაინიშნეთ და შეაფასეთ საყვარელი რეცეპტები
  • გაუზიარეთ სხვებსაც საკუთარი კულინარიული შემოქმედება
დარეგისტრირდით ახლავე!
1
გამარჯობა,
კულინარიული აღმოჩენების დროა!
ჩაინიშნეთ და შეაფასეთ საყვარელი რეცეპტები
გაუზიარეთ სხვებსაც საკუთარი კულინარიული შემოქმედება
განათავსე რეცეპტები!

ბადრიჯნის თბილი სალათა

გემრიელი სადილი მთელი ოჯახისათვის!
გემრიელი სადილი მთელი ოჯახისათვის!

0:00:00
4 ულუფა
ბეჭდვა
რეცეპტის ინგრედიენტები
2   ცალი დიდი ბადრიჯანი
20   მლ/ლ ზეითუნის ზეთი
ზღვის მარილი
3   ცალი დიდი დაჭრილი პომიდორი
3   კბილი დაკეპილი ნიორი
2   ჩ/კ დაფქული პაპრიკა
12   ჩ/კ დაფქული ძირა
1   ცალი პატარა წითელი ჩილი
1   ს/კ ყავისფერი შაქარი
1   ჩ/კ მარილი
20   მლ/ლ ლიმონის წვენი
20   მლ/ლ წითელი ღვინის ძმარი
პილპილი
3   ს/კ დაჭრილი ოხრახუში
3   ს/კ დაჭრილი ქინძი
რეცეპტის მომზადების საფეხურები
1

წინასწარ გააცხელეთ ღუმელი 200 C-ზე.

2

ალაგ–ალაგ ზოლებად ჩამოათალეთ კანი ბადრიჯანს და დაჭერით 1 სმ სისქის ნაჭრებად.

3

ნაჭრების ორივე მხარეზე ფუნჯით წაუსვით ზეითუნის ზეთი და მოათავსეთ საცხობ ლანგარზე. ზემოდან მოაყარეთ ზღვის მარილი. აცხვეთ 30 წუთით.

4

გამოიღეთ ღუმელიდან. თუ ბადრიჯანი ცოტათი გამომშრალი მოგეჩვენებათ მოასხურეთ წყალი. გააცივეთ 5 წუთით, შემდეგ დაჭერით 1 სმ ზომის კუბიკებად და გადადგით.

5

საშუალოზე მაღალ ტემპერატურაზე ტაფაზე გაააცხელეთ ზეითუნის ზეთი. დაუმატეთ პომიდორი, ნიორი, სანელებლები, დაჭრილი და თესლგაცლილი ჩილი, შაქარი და მარილი.

6

თუშეთ 10 წუთით. გადმოდგით გაზქურიდან და დაუმატეთ ლიმონის წვენი, ძმარი და შავი პილპილი.

7

დაუმატეთ გადადებული ბადრიჯანი და შეურიეთ მწვანილები.

8

მიირთვით თბილი, ან ოთახის ტემპერატურაზე.

კომენტარები
0 კომენტარი
ბოლოს განთავსებული
ცხელი შოკოლადი
ატმის აზიური სალათა
რამდენიმე ხრიკი, თუ როგორ მოვამზადოთ წვნიანი და რბილი ქათამი
ქათმის მომზადება ერთი შეხედვით ადვილია, მაგრამ ხშირად საბოლოო შედეგი მაინც გამომშრალი ხორცია. ჩვენ გაგიზიარებთ რამდენიმე მარტივ რჩევას, რის შემდეგაც თქვენი ქათმის ხორცი წვნიანი და ფაფუკი გახდება.
თარიღი: 06/10/2022
ავტორი: Tekla_mi
რა განსხვავებაა ქათმის თეთრ და მუქ ხორცს შორის?
ქათმის ხორცი ჯანსაღი კვების უმნიშვნელოვანესი ნაწილია. იგი წარმოადგენს მაღალი ხარისხის, ადვილად ასათვისებელ ცილების, ვიტამინების, ამინომჟავებისა და მინერალური ნივთიერებების შეუცვლელ წყაროს ნებისმიერი ასაკის ორგანიზმისთვის. როდესაც საქმე ეხება ქათმის ნაჭრის არჩევას, რომელს ანიჭებთ უპირატესობას ქათმის თეთრ თუ მუქ ხორცს? ქათმის ფრთები და მკერდი თეთრ ხორცად ითვლება, ქათმის ბარკლები კი მუქად.
თარიღი: 06/03/2022
ავტორი: Tekla_mi
როგორ უნდა დაიჭრას მთლიანი ქათამი
როგორ დავჭრათ მთლიანი ქათამი ნაჭრებად.
როგორ გავაკეთოთ ხურმის ჩირი
მოამზადეთ უგემრიელესი ხურმის ჩირი საკუთარი ხელით ძალიან მარტივად :)
მსგავსი რეცეპტები
გამომცხვარი კარტოფილის სალათა თუ ყველისა და კარტოფილის კასეროლი? მოამზადეთ და თავად გადაწყვიტეთ.
გამომცხვარი კარტოფილის სალათა თუ ყველისა და კარტოფილის კასეროლი? მოამზადეთ და თავად გადაწყვიტეთ.
ავტორი:
გთავაზობთ სოკოს უგემრიელეს რეცეპტს რომელიც ნებისმიერ სუფრას და დღესასწაულს უხდება.
გთავაზობთ სოკოს უგემრიელეს რეცეპტს რომელიც ნებისმიერ სუფრას და დღესასწაულს უხდება.
ავტორი: