ტკბილი ცივი ჩაი

ტკბილი ცივი ჩაი

ცივი ჩაი – გემრიელი გამაგრილებელი სასმელის იდეალური რეცეპტი ზაფხულის სეზონისთვის. მოსამზადებლად ძალიან მარტივი და ეკონომიური. სწორი არჩევანი ცხელი ზაფხულის გასაგრილებლად!

ცივი თეთრი ჩაი

ცივი თეთრი ჩაი მომზადება: 10 წუთი მასალა: 4 ცალი თეთრი ჩაის ერთჯერადი პაკეტი 5 ჭიქა წყალი 1/2 ჭიქა შაქარი ტარხუნა ოთხ ჭიქა მდუღარე წყალში ჩადეთ ოთხი პაკეტი თეთრი ჩაი და შემდეგ გააცივეთ. ერთი ჭიქა წყალი აადუღეთ, ჩაყარეთ შაქარი, გემოვნებისამებრ ჩაუმატეთ ტარხუნა და ამყოფეთ სითხეში გაცივებამდე. სურვილისამებრ დაატკბეთ მიღებული სიროფი და უკვე ცივი შეურიეთ ჩაის სითხეს. […]

ჩინური კობლერი

ჩინური კობლერი მასალა: 50 გრამი ნაყინი 20 გრამი კაკლის სიროფი 30 გრამი მაგარი ჩაი 50 გრამი ყურძნის წვენი 10 გრამი ნაღები 1 ვაფლის ნაჭერი 2/3 ჭიქა ყიული ჭიქაში ჩავყაროთ ყინული. ჩავდოთ ნაყინი, დავუმატოთ კაკლის სიროფი, დავასხათ: ჩაი, ყურძნის წვენი და ათქვეფილი ნაღები. ზემოდან ვაფლის პატარა ნაჭერი დავადოთ.

ჩაი ალუბალ-კონიაკით

ჩაი ალუბალ-კონიაკით მასალა: 2 სუფრის კოვზი ჩაის ნაყენი ½ ჭიქა ალუბლის წვენი 20 გრამი კონიაკი 3-4 ცალი ვაშლი 1 სუფრის კოვზი შაქრის ფხვნილი ½ ჭიქა წყალი მომინანქრებულ ქვაბში წყალი ჩავასხათ, შაქრის ფხვნილი დავუმატოთ, ვურიოთ და ადუღებამდე მივიყვანოთ. შემდეგ ოდნავ გავაგრილოთ და ჩაის ნაყენი, ალუბლის შემთბარი წვენი და კონიაკი ჩავუმატოთ. ცალკე გავფრცქვნათ და წვრილად დავჭრათ ვაშლი, […]

ქაცვის ჩაი

მასალა: 100 გრამი ჩაი 25 გრამი მაწონი 30-40 გრამი ქაცვის წვენი 1 სუფრის კოვზი თაფლი ქაცვის წვენი მაწონთან და თაფლთან ერთად ავთქვიფოთ და მაგარი უშაქრო ჩაი დავუმატოთ. მივირთვათ ცივი.

ცაცხვის ჩაი

ცაცხვის ჩაი მასალა: ½ სუფრის კოვზი ჩაი 1 სუფრის კოვზი ცაცხვის ყვავილები 1 ჭიქა წყალი შაქრის ფხვნილი გემოვნებით ცაცხვის გამხმარ ყვავილებს ადუღებული წყალი დავასხათ, ცეცხლზე დავდგათ და 10 წუთით ვადუღოთ, შემდეგ გავწუროთ და შაქრის ფხვნილი დავუმატოთ. მივირთვათ ცხელი.

ალუბლის ჩაი კონიაკით

ალუბლის ჩაი კონიაკით მასალა: 1-2 ჩაის კოვზი ჩაი 1 ფინჯანი წყალი 2 ჩაის კოვზი კონიაკი 2-3 ცალი ალუბალი ლიმონის წვენი მოვხარშოთ ჩვეულებრივი ჩაი, ჭიქის ნაპირები ლიმონით დავასველოთ და შაქრის ფხვნილში ჩავაწოთ. შემდეგ  ჭიქაში ყინულის ნაჭრები და წვრილად დაჭრილი ალუბლები ჩავაწყოთ, მომზადებული ჩაი დავასხათ, კონიაკი დავუმატოთ და საწრუპით გემრიელად მივირთვათ.

ასკილის ჩაი გვირილით

ასკილის ჩაი გვირილით მასალა: 1 სუფრის კოვზი ასკილის ნაყოფი 1 ჩაის კოვზი გვირილა 1 ჭიქა წყალი თაფლი ან შაქარი გემოვნებით ასკილის ნაყოფს დავასხათ წყალი და 5-7 წუთით ვადუღოთ. ცალკე ადუღებულ წყალში ჩავყაროთ გვირილა, დავაფაროთ თავსახური და 10 წუთით გავაჩეროთ. შემდეგ გავწუროთ, დავუმატოთ მანამდე გამზადებული ნაყენი და სურვილის მიხედვით თაფლი ან შაქარი დავუმატოთ.

ინგლისური ჩაი

მასალა: 1 ჩაის კოვზი ჩაი 1 ჭიქა წყალი 1 ჩაის კოვზი ნაღები შაქარი გემოვნებით მდუღარე წყლით მოვლებულ ჩაიდანში ჩავყაროთ ჩაი, თავსახური დავახუროთ და ორთქლზე გავაჩეროთ. 5-7 წუთის შემდეგ დავუმატოთ ადუღებული წყალი იმდენი, რომ ჩაი დაიფაროს. კიდევ 5-7 წუთის შემდეგ ჩაიდანი მდუღარე წყლით შევავსოთ, ფინჯნებში ჩავასხათ და სუფრაზე ნაღებთან ერთად მივიტანოთ.


ყველა უფლება დაცულია - Kulinaria.Ge - ინფორმაციის დაცვის პოლიტიკა