ამ რეცეპტის მიხედვით შეგიძლიათ მოამზადოთ გემრიელი და ცნობილი ალკოჰოლური სასმელი “ამარეტო” მხოლოდ ერთ საათში! ქალბატონებო, ეს თქვენს მეუღლეებს ნამდვილად ესიამოვნებათ…

ინგრედიენტები:
- 1 ჭიქა წყალი
- 1 ჭიქა თეთრი შაქარი
- 1/2 ჭიქა ყავისფერი შაქარი
- 2 ჭიქა არაყი
- 2 სუფრის კოვზი ნუშის ექსტრაქტი
- 2 ჩაის კოვზი ვანილის ექსტრაქტი
პირველი ეტაპი:
ქვაბში ჩაასხით წყალი, ჩაყარეთ ორივე სახის შაქარი და დადგით საშუალო ცეცხლზე. წამოდუღებისთანავე, როდესაც შაქარი წყალში სრულად გაიხსნება, გადმოდგით ცეცხლიდან და დაელოდეთ, სანამ გაცივდება (დაახლოებით 10 წუთით).
მეორე ეტაპი:
მიღებულ სიროფს ჩაუმატეთ არაყი, ორივე სახის ექსტრაქტი. ეს ნარევი მოათავსეთ შუშის ბოთლში და დალუქეთ. ნახევარ საათში 3 ჭიქა ამარეტო თქვენს განკარგულებაშია.


აგვისტო 29th, 2012
მზარეული ტომატო
კატეგორია: