ხორციანი ბლინები

მასალა:ხორციანი ბლინები

  • 0.5 კგ. მსუქანი რბილი ხორცი
  • 1 თავი ხახვი
  • 1 ჩ.ჭ. პურის ფქვილი
  • 1 ცალი კვერცხი
  • 1 ჩ.ჭ. რძე/ანადუღარი წყალი
  • პილპილი და მარილი გემოვნებით
  • ზეთი

ხორცი ჩადეთ ცივ წყალში და მოხარშეთ. ხახვი დაჭერით წვრილად. წყალში ან რძეში გათქვიფეთ კვერცხი, დაამატეთ ერთი სუფრის კოვზი ზეთი და ნელ-ნელა შეაზილეთ ფქვილი. თუ კარგად ვერ გალესავთ, გაატარეთ საცერში. ცომი თხელი არაჟნის სისქე უნდა გამოვიდეს.
მოხარშული ხორცი გაატარეთ ხორცსაკეპ მანქანაში და მოშუშეთ ცხიმიან ტაფაზე; დაამატეთ დაჭრილი ხახვი და შუშეთ ერთად. როცა ცოტათი დაიბრაწება, გადმოდგით ცეცხლიდან, შეაზავეთ პილპილითა და მარილით.
გააცხელეთ ტაფა (სასურველია თუჯის), მოაყარეთ მარილი და კარგად გაახურეთ. შემდეგ მოაცილეთ მარილი ტაფას, გაწმინდეთ ჩვრით და დაასხით ერთი მოზრდილი კოვზი ცომი. ტაფა ისე ამოძრავეთ, რომ ცომი მთელ სივრცეზე სწრაფად გაიშალოს. როდესაც ერთი მხარე დაიბრაწება, გადმოიღეთ და იგივენაირად მოამზადეთ დანარჩენი ბლინებიც.
თითოეული ბლინის დაბრაწულ გვერდზე სუფრის კოვზით დადეთ გულსართი, შეახვიეთ მუთაქის ფორმით და ცხიმიან ტაფაზე დაბრაწეთ ორივე მხრიდან.

5 კომენტარი “ხორციანი ბლინები”

  1. nana ამბობს:

    Calian gemrielia

  2. nana ამბობს:

    :-) :-) :-)

  3. მარი ხარებავა ამბობს:

    როგორ მიყვარს მმმმ … ძალიან გემრიელია )))

  4. ნიაკო ამბობს:

    ძალიან გემრიელია ! <3

დატოვეთ კომენტარი


ყველა უფლება დაცულია - Kulinaria.Ge - ინფორმაციის დაცვის პოლიტიკა