ხაჭოს ნამცხვარი

დღეს ისეთი ნამცხვრის რეცეპტს გაგიმხელთ, რომლსაც, ჩემი აზრით, ბევრი თქვენგანი ზეპირადაც დაიმახსოვრებს მომავალში. თუმცა ჩემ მოსაზრებას მხოლოდ ის გაიგებს, ვინც ერთხელ მაინც გამოაცხობს ხაჭოს ნამცხვარს და დააგემოვნებს.

ხაჭოს ნამცხვრის ფოტო

მასალა:

  • 3 კვერცხი
  • 1/2 კგ შაქარი
  • 300 გრამი ხაჭო
  • 200 გრამი მარგარინი
  • 1 ქილა მაწონი
  • 1 ჩ/კ სოდა
  • 1 კგ. ფქვილი
  • 2 გრამი ვანილი

3 კვერცხი და შაქარი, ხაჭო, მარგარინი თანმიმდევრულად შევათქვიფოთ მიქსერით ერთმანეთს.

სოდა ჩავყაროთ მაწონში, ავურიოთ და ჩავუმატოთ მიქსერით ათქვეფილ მასას.

გავაგრძელოთ მიქსერით მორევა და ნელ-ნელა ჩავუმატოთ ფქვილი, სანამ არაჟანზე ოდნავ სქელ ცომს არ მივიღებთ.

თასზე დავყაროთ ფქვილი და სადილის კოვზით ცომს ჩამოვაჭრათ პატარ-პატარა გუნდები. გუნდები ამოვავლოთ თასზე დაყრილ ფქვილში.

ხაჭოს გუნდების ფოტო

ფქვილში ამოვლებული ოდნავ გაბრტყელებული გუნდები დავალაგოთ მარგარინწასმულ ღუმელის ლანგარზე, შევდგათ ღუმელში და ვაცხოთ 250° C ტემპერატურაზე. 10-15 წუთში, როდესაც ნამცხვარი კარგად შეწითლდება, გამოვიღოთ ღუმელიდან და გავაგრილოთ.

ხაჭოს ნამცხვრების ფოტო

შეგვიძლია ცომის მასას შევურიოთ ქიშმიშიც.

ხაჭოს ნამცხვარი გემრიელი და სასარგებლო დესერტია. გამოცხობის შემდეგ დიდხანს ძლებს და დროთა განმავლობაში უფრო და უფრო გემრიელდება. ადვილი წასაღები და ნოყიერია მოგზაურობისას. 

გემრიელად მიირთვით!

9 კომენტარი “ხაჭოს ნამცხვარი”

  1. ნანა ამბობს:

    ძალიან გემრიელია ეს ნამცხვარი ერთ-ერთი ფირმის დამცხვარი ვჭამე და სულ მინდოდა რეცეპტი რათა მეც გამომეცხო.დიდი მადლობა kulinaria.ge-ს

  2. ქეთი ამბობს:

    ხაჭოს ნამცხვარი მართლაც არაჩვეულებრივად გემრიელია და რაც ყველაზე მეტად გასათვალისწინებელია დედებისათვის ის შეუცვლელი დესერტია ნებისმიერი ბავშვისათვის.

  3. ეკატერინე ამბობს:

    ახლა ვაცხობ, უმარტივესი და რაც ყველაზე მთავარია უგემრიელესია.
    დიდი მადლობა რეცეპტისთვის.

  4. ნონა თოდუა ამბობს:

    გამოვაცხვე და ძალიან გემრიელია, დიდი მადლობა რეცეპტისთვის

  5. ეკა ამბობს:

    მაგარია

  6. ნინო ამბობს:

    მადლობთ რეცეპტისთვის

  7. ნინო ამბობს:

    ერთი კილო შაქარი ბევრი ხომარ არის?რაგაც მებევრება

  8. ლიკა ამბობს:

    უმარტივესი და უგემრიელესია,თან ადვილი მოსამზადებელი.ჩემს შვილს ძალიან მოეწონა.გმადლობთ რეცეპტისთვის.

დატოვეთ კომენტარი



ყველა უფლება დაცულია - Kulinaria.Ge - ინფორმაციის დაცვის პოლიტიკა