ცეზარი

არსებობს მრავალი რეცეპტი ყველასათვის საყვარელი სალათა ცეზარის მოსამზადებლად. წარმოგიდგენთ მათგან საუკეთესოს თქვენი საყვარელი სალათის მარტივად მოსამზადებლად. სალათა ცეზარი ქათმის ფილეთი მზადდება 45 წუთში და გამოდის 4 ულუფა.

ცეზარი

რეცეპტის ინგრედიენტები:

  • 115 გრამი პური(სასურველია ბრუსკეტა)
  • 3 სუფრის კოვზი ზეითუნის ზეთი
  • 4 ცალი ქათმის ფილე
  • 2-3 კონა სალათის ფურცლები
  • 1/4 ჭიქა ლიმონის წვენი(დაგჭირდებათ 2 ლიმონი)
  • 1/4 ჭიქა მაიონეზი
  • 1/4 ჭიქა გახეხილი ყველი პარმეზანი
  • 2 ანჩოუსის ფილე
  • 1 კბილი ნიორი
  • მარილი და წიწაკა გემოვნებით

~ მომზადების წესი ~

1. გააცხელეთ ღუმელი 190 C გრადუსზე. დაჭერით პური კუბიკებად და მოათავსეთ საცხობ ლანგარზე. მოასხურეთ 2 სუფრის კოვზი ზეთი, მოაყარეთ მარილი და წიწაკა. ლანგარი აქეთ-იქით გააქნიეთ, რომ მასზე ყველაფერი თანაბრად გადანაწილდეს. შედგით ღუმელში და აცხვეთ 12-15 წუთის განმავლობაში. დროგამოშვებით შეანჯღრიეთ, რომ პური არ დაიწვას. გამოცხობის შემდეგ გამოიღეთ და გააცივეთ.

2. ამასობაში დადგით ტაფა მაღალ ცეცხლზე და მოასხით დარჩენილი 1 სუფრის კოვზი ზეთი. შეკაზმეთ ქათამი მარილით, წიწაკით და შეწვით ორივე მხრიდან(შეგიძლიათ ჯერ მოხარშოთ და შემდეგ მსუბუქად შებრაწოთ). გადმოიღეთ და გააცივეთ.

3. გარეცხეთ სალათის ფურცლები, გაამშრალეთ და ხელით დააქუცმაცეთ ჯვარისებურად.

4. დააბლენდერეთ ახლადგამოწურული ლიმონის წვენი, მაიონეზი, ყველი, ნიორი და ანჩოუსის ფილე ერთგვაროვანი მასის მიღებამდე.

5. დაჭერით ქათმის ხორცი ზოლებად. ნაზად შეურიეთ სალათის ფოთლები და გამომცხვარი პური. მოასხით სოუსი და მიირთვით გემრიელად!

მოგეწონათ რეცეპტი? ↓

11 კომენტარი “ცეზარი”

  1. ანონიმური ამბობს:

    მაიონეზი როდის მიდის საიდან მოიგონებტ ხალხო

  2. ტატო ამბობს:

    მომეწონა

  3. გურმანა... ამბობს:

    გემოვნებაზე არ დაობენ, თუ ყველაზე მეტად დაობენ:ზოგს მაიონეზით მოწონს
    ზოგს არაჟნით და ა.შემდეგ.

  4. კომბლე ამბობს:

    ანჩოუსი რა არის?

  5. ნატა ამბობს:

    ლიმნის წვენი აუცილებელია?

  6. ნანა ამბობს:

    დავიჯერო გოიმებმა google მაინც არ იცით? ბოლო ბოლო როცა ინტერნეტში შედიხარ, მაშინვე ამოგიგდებს :)

  7. ნაკა ამბობს:

    მივაგენი ანჩოუსის ფილეს,მაგრამ ვფიქრობ სალათა მის გარეშე უფრო გემიელი გამოვა.ეს ჩემი სუბიექტური აზრია

  8. მარი ამბობს:

    გავაკეთე და უგემრიელესი გამოვიდა, განსაკუთრებით მოუხდა მაიონეზის სოუსი, ვაპირებ იგივე სოუსი სხვა სალათებშიც გამოვიყენო. ოღონდ ანჩოუსი არ მიქნია, მეგრული აჯიკა ჩავუმატე.

  9. ANI ამბობს:

    და პარმეზანი რომ არ გავუკეთო არ შეიძლება?(მაგალითად სულგუნი ან იმერული)?

დატოვეთ კომენტარი



ყველა უფლება დაცულია - Kulinaria.Ge - ინფორმაციის დაცვის პოლიტიკა