ჩიზქეიქი

ძალიან, ძალიან გემრიელი ჩიზქეიქი

ჩიზქეიქის მომზადების ათეულობით რეცეპტი არსებობს. ტომატო წარმოგიდგენთ ყველაზე გემრიელს მათგან. ის დრო და ენერგია, რომელიც ამ დესერტის ამ რეცეპტით მომზადებაში დაგეხარჯებათ, აუცილებლად დაგიფასდებათ, რადგან სწორედ ამ მეთოდით მზადდება ყველაზე გემრიელი ჩიზქეიქი. ამ მსუბუქი ნამცხვრის მომზადებით დიდად გაახარებთ და ასიამოვნებთ ოჯახის ყველა წევრსა თუ სტუმარს.

ჩიზქეიქი

ჯამური დრო მოსამზადებლად: 2სთ და 30წთ;
გამოდის 12 ნაჭერი ჩიზქეიქი;
კალორიულობა: 664კ.კალ.
ქოლესტერინი: 265მ.გ.
ცხიმები: 58.1გ.
პროტეინი: 9.2გ.

ინგრედიენტები:

  • 1 ჭიქა კარაქი(ოთახის ტემპერატურის)
  • 225 გრამი მდნარი ნაღების ყველი/კრემ-ყველი/მასკარპონე
  • 1½ ჭიქა შაქარი
  • 5 ცალი კვერცხი(ოთახის ტემპერატურის)
  • 2 ჭიქა ნაღები
  • 1½ ჭიქა სიმინდის ფქვილი
  • 1 ჩაის კოვზი ვანილის ექსტრაქტი

პირველი ეტაპი:
გააცხელეთ ღუმელი 175°-მდე(350F); მრგვალ ყალიბს(22-23სმ) მოაცხეთ ცხიმი და მოაყარეთ ცოტაოდენი ფქვილი.

მეორე ეტაპი:
მიქსერის გამოყენებით ერთმანეთს შეურიეთ კარაქი, ნაღების ყველი და შაქარი ჰაეროვანი მასის მიღებამდე. სათითაოდ ჩაუმატეთ კვერცხები და თან ნელა ურიეთ(ერთგვაროვანი მასის მიღებამდე). ბოლოს ჩაუმატეთ და კარგად შეურიეთ ნაღები, სიმინდის ფქვილი და ვანილის ექსტრაქტი.

მესამე ეტაპი:
ჩიზქეიქის მასა ჩაასხით ფორმაში და ყალიბის ძირს მოაცვით ალუმინის ფოლგა გარედან(იხ.ფოტო). დიდი დიამეტრის ქვაბში/ტაფაში ჩააფინეთ სამზარეულოს ნესტიანი პირსახოცი და განათავსეთ მასზე ჩიზქეიქიანი ყალიბი. ქვაბში/ტაფაში ჩაასხით იმდენი მდუღარე წყალი, რომ მასში მოთავსებულ ჩიზქეიქის ყალიბს ნახევრამდე მიწვდეს გარედან. დადგით ქვაბი/ტაფა ღუმელის საცხობ დაფაზე ან მის გარეშე შედგით ღუმელში და აცხვეთ მანამ, სანამ ჩიზქეიქის ცენტრიც არ გამყარდება(დაახლოებით 1 საათი). შემდეგ გააცივეთ ოთახის ტემპერატურაზე, რასაც ასევე 1 საათი დაჭირდება, და ბოლოს კარგად გააცივეთ მაცივარში თავის ფორმიანად.

 

ჩიზქეიქი

ამ უგემრიელესი ჩიზეიქის გამოსაცხობად სასურველია გამოვიყენოთ ისეთი ყალიბი, რომელსაც გვერდები ეხსნება, ანუ რომლის ძირისა და წრის ფორმის განცალკევებაც შესაძლებელია. ასევე დაგვჭირდება დიდი ზომის ქვაბი ან ტაფა, რომელშიც ეს ყალიბი ჩაეტევა.

დატოვეთ კომენტარი



ყველა უფლება დაცულია - Kulinaria.Ge - ინფორმაციის დაცვის პოლიტიკა