გემრიელად შემწვარი ქათამი

შეწვით ქათმის გულ-მკერდი გემრიელად! ეს მარტივი რეცეპტი სწორედ ამას გასწავლით. ნიორი და რეჰანი შემწვარ ქათამს განსაკუთრებულ არომატს მისცემს და ის თქვენი ოჯახის ყველა წევრს მოეწონება!

შემწვარი ქათამი

რეცეპტის ინგრედიენტები:

  • 4 ცალი ქათმის გულ-მკერდი(ძვლებით და კანით)
  • 55 გრამი კარაქი/მარგარინი
  • 1 სუფრის კოვზი გამხმარი რეჰანი
  • 1/4 ჩაის კოვზი ნივრის ფხვნილი*
  • 3/4 ჩაის კოვზი მარილი

~ მომზადების წესი ~

1. გააცხელეთ ღუმელი 175C გრადუსამდე.
2. დაალაგეთ ქათმის გულ-მკერდი მცირედად ცხიმწასმულ(კარაქი/მარგარინი) ტაფაზე ან საცხობ ლანგარზე. გაადნეთ დარჩენილი კარაქი, შეურიეთ გამხმარი ბაზილიკი, ნივრის ფხვნილი, მარილი და მოაცხეთ ქათამს. სურვილისამებრ მოაყარეთ ცოტაოდენი დაფქული შავი წიწაკა.
3. შედგით ღუმელში და აცხვეთ 60-75 წუთის განმავლობაში.
*/4. თუ ნივრის ფხვნილი არ მოგეპოვებათ, დააქუცმაცეთ 1-2 კბილი ნიორი, მოაყარეთ გრანულირებული მარილი და გააჩეეთ 10-20 წუთით./

კვებითი ღირებულება:
კალორიები: 402კ.კალ.
ქოლესტერინი: 157მგ.
ცხიმები: 23.3გ.
პროტეინი/ცილა: 45.2გ.

მოგეწონათ რეცეპტი? ↓

დატოვეთ კომენტარი



ყველა უფლება დაცულია - Kulinaria.Ge - ტვინი