შემწვარი თევზი მაიონეზით

შემწვარი თევზი მაიონეზით

მასალა:

  • 1 კგ. თევზი (მაგ. სიგა, კეფალი, სკუმბრია)
  • 100 გრ. ზეთი
  • 300 გრ. მაიონეზი და წყალი
  • 3-4 ძირი ქინძი
  • 2-3 კბილი ნიორი
  • 3 ს.კ. ფქვილი
  • მარილი გემოვნებით

კარგად გასუფთავებული თევზი დაჭერით, ამოავლეთ ფქვილისა და მარილის ნარევში, ადუღებულ ზეთში ორივე მხრიდან კარგად შეწვით და გამოაცალეთ ძვლები.
ცალკე აიღეთ მაიონეზისა და წყლის თანაბარი რაოდენობა, კარგად აურიეთ, ადუღეთ 2-3 წუთი, დაამატეთ მარილთან ერთად დანაყილი ნიორი, წვრილად დაჭრილი და დანაყილი ქინძი; შეაზავეთ მარილთან და დაასხით შემწვარ თევზს.

“შემწვარი თევზი მაიონეზით”

დატოვეთ კომენტარი


ყველა უფლება დაცულია - Kulinaria.Ge - ინფორმაციის დაცვის პოლიტიკა