ჩიხირთმა

მოამზადეთ ჩიხირთმა, განსაკუთრებით გემრიელი ქართული წვნიანი კერძი, ჩვენი რეცეპტით.

ჩიხირთმა
რეცეპტის ინგრედიენტები:

  • 800 – 900 გრამი ქათმის ხორცი
  • 4 ცალი კვერცხი
  • 2 სუფრის კოვზი ძმარი
  • 4-5 თავი ხახვი
  • 3 ჩ/კ პურის ფქვილი
  • 1 ჩ/კ ზაფრანა (ყვითელი ყვავილი)
  • 1-2 კონა ქინძი
  • მარილი გემოვნებით

~ მომზადების წესი ~

1. ქათმის ხორცი დაჭერით,  ჩაყარეთ ქვაბში, შედგით ნელ ცეცხლზე და შუშეთ, სანამ ხორცი მოვარდისფერო შეფერილობას არ მიიღებს.

2. ჩაუმატეთ ხახვი და წვრილად დაჭრილი ქინძი.  კერძი უნდა იხრაკოს ნელ ცეცხლზე, 20 წუთის განმავლობაში. შემდეგ მოაყარეთ მარილი, დაასხით 10 ჩაის ჭიქა წყალი; ადუღეთ სანამ ხორცი არ მოიხარშება.

3. ნახარში შეასქელეთ  იმავე ბულიონში ალესილი პურის ფქვილით და ადუღეთ (ურიეთ, რომ პურის ფქვილი არ დაკურკუშდეს).

4. ათი წუთის  შემდეგ 4 კვერცხი კარგად ათქვიფეთ, დაასხით თეთრი ღვინის ძმარი, კიდევ თქვიფეთ ცოტა ხანს და ჩაასხით ცეცხლიდან უკვე გადმოდგმულ ბულიონში; სულ ბოლოს ცოტაოდენი დაჭრილი ქინძი მოაყარეთ.

გემრიელად მიირთვით!

დატოვეთ კომენტარი



ყველა უფლება დაცულია - Kulinaria.Ge - ინფორმაციის დაცვის პოლიტიკა