ფახიტასი

ფახიტასი

რეცეპტის ინგრედიენტები:

  • 200 გრამი საქონლის სუკი
  • 150 გრამი ქათმის ფილე
  • 40 გრამი წითელი ბულგარული
  • 40 გრამი მწვანე ბულგარული
  • 30 გრამი ხახვი
  • 10 გრამი კეტჩუპი
  • 7 გრამი სოიოს სოუსი
  • 5 გრამი მარილი
  • 1 გრამი ორეგანო
  • 30 გრამი არაჟანი
  • 2 გრამი სეზამის მარცვალი
  • მარილი და პილპილი გემოვნებით

~ მომზადების წესი ~

1. ქათმის ფილე და საქონლის სუკი დაჭერით მოგრძო ნაჭრებად. დაასხით ტაფაზე ზეთი, დაყარეთ ხორცის ნაჭრები  და მოთუშეთ.

2. ამასობაში დაჭერით ბულგარულები და ხახვი, ასევე მოგრძო ნაჭრებად.

3. ხორცს მოთუშვის შემდეგ დაამატეთ დაჭრილი ხახვი, ბულგარულები და მობრაწეთ. დაასხით სოიოს სოუსი. ჩაუმატეთ ორეგანო, მარილი და პილპილი გემოვნებით. ჩაუმატეთ კეტჩუპიც და მოურიეთ(ბულგარულები არ უნდა იყოს ძალიან მოთუშული, ცოტა მკვრივიც რომ იყოს უკეთესია).

4. მიღებული მასა გადაიტანეთ თეფშზე, მოასხით არაჟანი, მოაყარეთ სეზამის მარცვლები და მიიტანეთ სუფრასთან.

“ფახიტასი”

  1. კიტ ამბობს:

    სოიოს სოუსს და სეზამის მარცვლებს მექსიკურ სამზარეულოში არ იყენებენ!

დატოვეთ კომენტარი



ყველა უფლება დაცულია - Kulinaria.Ge - ინფორმაციის დაცვის პოლიტიკა