სპაგეტი

სპაგეტი პამიდვრის სოუსით

გემრიელი სპაგეტის მომზადება არ მოითხოვს დიდ გარჯას. ამისათვის საკმარისია გამოიყენოთ ნამდვილი იტალიური პასტა მაკარონი და მას გემოვნებიანად შეუხამოთ შესაბამისი სოუსი. ტომატო გთავაზობთ სპაგეტის მარტივ რეცეპტს ნამდვილი იტალიური მაკარონითა და პამიდვრის უგემრიელესი სოუსით!

სპაგეტი პამიდვრის სოუსით

გამოდის 4 ულუფა სპაგეტი;
დრო კერძის მოსამზადებლად: 20 წუთი.

ინგრედიენტები:
1 შეკვრა ბარილას სპაგეტი(#5)
6 ცალი მცირე ზომის პამიდორი
4 სუფრის კოვზი ზეითუნის ზეთი
1 კბილი ნიორი
მარილი

პირველი ეტაპი:
საშუალო ცეცხლზე გააცხელეთ ტაფა 2 სუფრის კოვზი ზეთით. მასში მოათავსეთ კანგაცლილი ნივრის კბილი და უკანვე ამოიღეთ ტაფიდან, როგორც კი შეყავისფერდება.
შემდეგ ტაფაში მოათავსეთ თესლგაცლილი, დაჭრილი პამიდვრები კანის გარეშე. შუშეთ 10 წუთით. მოაყარეთ მარილი და გადმოდგით ცეცხლიდან.

მეორე ეტაპი:
მარილიან წყალში მოხარშეთ ბარილას სპაგეტი. როგორც მის შეფუთვაზეა მითითებული ამას 8 წუთი დაჭირდება, ხოლო მარილი წყალში 7-10 გრამი უნდა იყოს ყოველ ერთ ლიტრზე. იმისათვის, რომ დრო დაზოგოთ მაკარონი შეგიძლიათ ხარშოთ პირველი ეტაპის პარალელურად.

მესამე ეტაპი:
სპაგეტს მოასხით მომზადებული პამიდვრის სოუსი. ზევიდანვე მოასხურეთ ცოტაოდენი ზეთი და მიირთვით გემრიელად!

დატოვეთ კომენტარი



ყველა უფლება დაცულია - Kulinaria.Ge - ტვინი