სომხური ქადა

წარმოგიდგენთ მარიეტას რეცეპტს პოპულარული დესერტის, სომხური ქადის მოსამზადებლად. სომხური ქადა ყველას გვიყვარს, მაგრამ სახლში ცოტანი თუ ვამზადებთ. მარიეტას მარტივი რეცეპტი ამ გემრიელ საქმეში დაგემხარებათ!

სომხური ქადა

რეცეპტის ინგრედიენტები:

  • 600 გრამი მარგარინი
  • 5 ჭიქა ფქვილი+რამდენსაც შეიზელს
  • 2 ცალი კვერცხი
  • 1 ჩაის კოვზი სოდა ძმრით
  • 1 შეკვრა ვანილი
  • 1/2 ლიტრა მაწონი
  • 3 ჭიქა შაქარი

~ მომზადების წესი ~

1. 500 გრამი მარგარინი მოვათავსოთ თასში და დანით დავკეპოთ. შემდეგ მოვაყაროთ 2 ჭიქა ფქვილი და ხელით მოვზილოთ.

2. დავამატოთ სოდიანი ძმარი, 1 ცალი კვერცხი, ნახევარი ლიტრა მაწონი და კვლავ მოვზილოთ.

3. შემდეგ ისევ დავამატოთ ფქვილი, რამდენსაც შეიზელს, და მოვზილოთ ცომი. ცომი რამდენჯერმე გავაბრტყელოთ, რათა მარგარინი კარგად დაიშალოს. გადავახვიოთ და კვლავ გავაბრტყელოთ – ასე რამდენჯერმე მოვიქცეთ.

4. გულსართისათვის: 3 ჭიქა ფქვილი(600 გრამი) დავყაროთ ტაფაზე; დავდგათ ძალიან დაბალ ცეცხლზე; დავამატოთ 3 ჭიქა შაქარი, 100 გრამი დაჭრილი მარგარინი და 1 შეკვრა ვანილი. ვურიოთ, რომ მარგარინი გადნეს და ბოლოს ეს მასა კარგად მოვშუშოთ.

5. ცომი კარგად გავაბრტყელოთ და მოვაყაროთ გულსართი. გადავახვიოთ რულეტივით, ოღონდ უფრო წვრილად. ბოლოს ზემოდან წავუსვათ გათქვეფილი კვერცხი და მოვაყაროთ შაქარი.

6. ვაცხოთ 180 გრადუსზე, შეწითლებამდე. გემრიელად მიირთვით!

იხილეთ მარიეტას ყველა რეცეპტი
განათავსეთ საიტზე საკუთარი რეცეპტები

მოგეწონათ რეცეპტი? ↓

19 კომენტარი “სომხური ქადა”

  1. მარიამ ჯვარიძე ამბობს:

    მოვზილოთ მაგარი ცომი (ხინკლის ცომი) დავჭრათ წვრილად და ჩავყაროთ მდუგარე მარილ ჩაყრილ წყალში დავხარშოთ, როდესაც მოიხარშება ამოვწუროთ გადაშლილ ფოდნოსზე ან ხინკლის დიდ თეფშზე მოვაყაროთ ყველი ან კაკალი ან ზეთშჰი მოშუშული ხახვი.

    მაკარლამა ხინკალი ქვია ამ კერძს :-დ:-დ:-დ:-დ

  2. ანონიმური ამბობს:

    რეცეპტი კარგია მადლობა, მაგრამ ერთ რჩევას მოგცემთ, გულსართს რომ მოამზადებთ შაქარი ბოლოს უნდა დაამატოთ

  3. ირმა ამბობს:

    იგივე რეცეფტით ვაკეტებ ოგონდ კვერცხს არ ვამატებ და უგემრიელესია

  4. ხატია ამბობს:

    სადაური ხართ? რამდენიშვილი გყავთ და რა გვარის ხართ. შეიძლება გიცნობდეთ

  5. ხატია ამბობს:

    ძალიან ადვილი მოსამზადებელია და იმედია გემრიელი გამოგვივა. მე ნაჭამი მაქვს და კარგად ვიცი როგორია დედოფლისწყაროში ვჭამე

  6. ანონიმური ამბობს:

    მეც ასეთი რეცეპტით ვაცხობ მარა გულსართში 2 ჭიქა შაქარს ვუშვრები

  7. ნანა ამბობს:

    ძალიან კარგი იკნება,აუცილებლად ვცდი

  8. მარი საური ამბობს:

    მაინტერესებს გულსჰი მარგარინის ნაცვლად კარაქი რომ ვიხაროტ

  9. მზია ამბობს:

    ძეიტუნის ზეტიტ ვაკეტებ უგემრიელესია

  10. salome ამბობს:

    me gamovacxve am receptit da ugemrielesi gamovida :) madloba :)

  11. gvanca ამბობს:

    Gulsarti zalian fxvieri gamodis da gadaxvevis dros iyreba gverdebidann .. ise zalian gemrielia

  12. mananiko ამბობს:

    dzaluan magari xom argamodis?rbili qada miyvars

  13. ანონიმური ამბობს:

    Zeitunis zet comshi xmarobt tu gulshi?

  14. Darejan ამბობს:

    Zalian nomewona xshirad gavuketeb hems shvilebs

  15. სონია ამბობს:

    ძალიან კარგი რამეა ცავატანე ეს…. მე მთელი ოჯახით ვაკეტებს ამას… მე, ჩემი ქმარი რუდიკა, ჩემი რძალი სოფრინა და ჩემი სიძე გარიკა ყველა ვაკეთებთ… ეს ძალიან გემრიელია არმიანსკი კანიაკთან

  16. ნინი ამბობს:

    მაწვნის ნაცვლად რძე შეიძლება ?

დატოვეთ კომენტარი



ყველა უფლება დაცულია - Kulinaria.Ge - ინფორმაციის დაცვის პოლიტიკა