საზაფხულო ბოსტნეულის წვნიანი

ჯანსაღი საზაფხულო სუპი, რომელიც გაჯერებულია C ვიტამინით.
საზაფხულო ბოსტნეულის წვნიანი

რეცეპტის ინგრედიენტები:

  • 3 სუფრის კოვზი ზეითუნის ზეთი
  • 2 კარგად დაჭრილი პრასი
  • 2 კარგად დაჭრილი ნიახურის ღერო
  • 2 ყაბაყი, ოთხად გაყოფილი და სიგრძეზე დაჭრილი
  • 4 კარგად დაკეპილი ნივრის კბილი
  • 1 ლ. ბოსტნეულის ბულიონი
  • 250 გრ. დაჭრილი ბაღის სატაცური
  • 100 გრ ახალი ან გაყინული ბარდა
  • 200 გრ ორმაგად გარჩეული ცერცვი
  • ცოტაოდენი რეჰანი, უმეტესი ნაწილი დაჭრილი
  • ქერქიანი პური მისართმევად
~ მომზადების წესი ~
1. დიდ ქვაბში გააცხელეთ ზეთი, დაუმატეთ პრასი და ნიახური, თუშეთ დარბილებამდე, 8 წუთით. დაუმატეთ ყაბაყი და ნიორი. თუშეთ კიდევ 5 წუთით.
2. დაასხით ბულიონი, დააფარეთ სახურავი და ადუღეთ დაბალ ტემპერატურაზე, 10 წუთით. დაუმატეთ სატაცური, ბარდა, ცერცვი, და ხარშეთ კიდევ 4 წუთით, სრულად მოხარშვამდე. შეურიეთ დაჭრილი რეჰანი და კარგად შეანელეთ. მოაყარეთ ცოტა რეჰანის ფოთლები და მიირთვით პურთან ერთად.
მოგეწონათ რეცეპტი? ↓

დატოვეთ კომენტარი



ყველა უფლება დაცულია - Kulinaria.Ge - ინფორმაციის დაცვის პოლიტიკა