პუდინგი მარტივად

გემრიელი პუდინგის უმარტივესი რეცეპტი კულინარიაზე. მხოლოდ 4 ინგრედიენტი, 40 წუთი და თქვენი 12 ცალი მსუბუქი დესერტიც მზადაა. გაამრავალფეროვნეთ თქვენი ოჯახის ნებისმიერი სადღესასწაულო სუფრა და იზეიმეთ იორკშირულად!

პუდინგი მარტივად

რეცეპტის ინგრედიენტები:

  • 3 ცალი კვერცხი
  • 1 ჭიქა რძე
  • 1 ჭიქა ფქვილი
  • 30 გრამი კარაქი

~ მომზადების წესი ~

1. გააცხელეთ ღუმელი 190 C გრადუსამდე.

2. საშუალო ზომის თასში ჩატეხეთ კვერცხები, ჩაასხით რძე და შეურიეთ. შემდეგ ჩაუმატეთ ფქვილი და თქვიფეთ ერთგვაროვანი მასის მიღებამდე.

3. დაჭერით კარაქი 12 ცალი თანაბარი ზომის ნაჭრად და თითოეული მაფინების საცხობი ფორმის ჭიქებში(12) მოათავსეთ. შედგით მაფინების ფორმა გახურებულ ღუმელში 2-5 წუთის განმავლობაში, სანამ კარაქი ჭიქების ფსკერზე სრულად არ გადნება. შემდეგ გამოიღეთ ღუმლიდან, თითოეულში ჩამჩით თანაბრად ჩაასხით თხევადი ცომი და ისევ შედგით ღუმელში.

4. აცხვეთ 5 წუთის განმავლობაში. შემდეგ დაუწიეთ ტემპერატურას 175 C გრადუსამდე და განაგრძეთ ცხობა კიდევ 25 წუთის განმავლობაში, სანამ პუდინგები ოქროსფერი არ გახდება. გემრიელად მიირთვით, სანამ ცხელია.

ნუტრიცია:
კალორიები: 83კ.კალ.
ქოლესტერინი: 60მგ.
ნახშირწყლები: 9გ.
ცხიმები: 3.7გ.
პროტეინი/ცილა: 3.3გ.

მოგეწონათ რეცეპტი? ↓

დატოვეთ კომენტარი



ყველა უფლება დაცულია - Kulinaria.Ge - ინფორმაციის დაცვის პოლიტიკა