პიცა სახლის პირობებში

წარმოგიდგენთ მარტივ რეცეპტს პიცის სახლის პირობებში მოსამზადებლად. პიცის მოყვარულები გულგრილი არ დარჩებით.

პიცა სახლის პირობებში

რეცეპტის ინგრედიენტები:

  • 2,5 ჭიქა ფქვილი
  • 1 ჩ/კ მშრალი საფუარი
  • 1 ჩ/კ შაქარი
  • 100 მლ. წყალი
  • 1,5 ს/კ მცენარეული ზეთი
  • მესამედი ჩ/კ  მარილი
  • 2 ცალი ქათმის ფილე
  • 1 თავი ხახვი
  • 2 ცალი პომიდორი
  • 10 ცალი სოკო შამპინიონი/ქამა
  • 1 ცალი ბულგარული წიწაკა
  • 3 ს/კ ტომატის სოუსი
  • 200 გრ. ყველი მოცარელა
  • 150 გრ. მაგარი ყველი

~ მომზადების წესი ~

1. გაალღვეთ საფუარი თბილ წყალში.

2. ჯამში ჩაყარეთ ფქვილი, დაამატეთ მარილი , შაქარი. მოასხით გამლღვალი საფუარი და მცენარეული ზეთი. შეურიეთ და მოზილეთ ცომი.

3. დაამრგვალეთ ცომი, გადააფარეთ სუფთა ნაჭერი და დადგით 1 საათი, სანამ ცომი კარგად არ ამოვა.

4. ამასობაში ქათმის ფილეს ნაჭრებს მოაყარეთ მარილი და წიწაკა, სწრაფად შებრაწეთ ზეთში ყველა მხრიდან და შემდეგ შედგით ღუმელში, სანამ ბოლომდე არ მომზადდება. ბოლოს, გააგრილეთ და დაჭერით პატარა კუბიკებად.

5. ამოსული ცომი გააბრტყელეთ და გადაიტანეთ საცხობ ლანგარზე(მოაყარეთ ფქვილი), წაუსვით ზემოდან პამიდვრის სოუსი, მოაყარეთ გახეხილი ყველი მოცარელა. ზემოდან ლამაზად მოაწყვეთ დაჭრილი ქათმის ფილე, დაჭრილი სოკო და ხახვი, პომიდორი და  მწვანე ბულგარული წიწაკა.

6. პიცას მოაყარეთ გახეხილი მაგარი ყველი და აცხვეთ 15 წუთის განმავლობაში წინასწარ 200ᵒ С-მდე გახურებულ ღუმელში.

ასევე იხილეთ:

მოგეწონათ რეცეპტი? ↓

18 კომენტარი “პიცა სახლის პირობებში”

  1. ხარიტონა ამბობს:

    ამას აღარ ქვია სახლის პირობებში… ;)

  2. Nino ამბობს:

    Ise cudi ar yopila kaia raaaa:):):)

  3. სვეტა ამბობს:

    გმადლობთ,ძალიან მომეწონა.

  4. გვანცა ამბობს:

    ცომს სხვაგვარად ვამზადებდი და ეს უფრო მარტივია.მადლობა ვცდი აუცილებლად. :)

  5. ანა ამბობს:

    დედაცჰემი აკეთებს ისეთს რომ პიცა რო გეზიზღებოდეს შეგაყვარებს

  6. ek ek ამბობს:

    daceret mere dedatkvenis recepti

  7. Tako ამბობს:

    Dalian moneconaaa

  8. ანონიმური ამბობს:

    Kargia dalian mikvars

  9. ა123 ამბობს:

    მართალია არ მიყვარს პიცა მაგრამ მგონი გემრიელი უნდა იყოს

  10. salo ამბობს:

    Dz momewona dz adviliq

  11. sanaya irani city deli ამბობს:

    I love you pica i like it very very
    Baran sobtsac gavuketeb tu moewoneba ar moswons sxva recepti ar gaqvt mware adamianistvis???

  12. ანონიმური ამბობს:

    dzalian mikvars pica …dedachemi aketebsxolme,mec unda viswavlo picis gaketeba

  13. ingaambobs; ამბობს:

    mikvars pisa ,madlobt receptistvis.

  14. anonim ამბობს:

    dzalian miyvars pica…sul vaketeb xolme saxlshi…esec dzalian advili receptia..:):):):

  15. elene ამბობს:

    M ZALIAN MOMWONS S PICA RADGAN GAKETEBULI MAQVS

  16. ნუცა ამბობს:

    დედაჩემს გადასარევი პიცას ამზადებს და ძალიან მომწონს მისი პიცა ყველა პიცას სჯობია მაგრამ მაინც ვცდი ამ მეთოთს

  17. ნათია ამბობს:

    ძალიან მომეწონა ვცდი ჩემი რეცეპტით ბევრად მეტი მიჯდება ეს უფრო ეკონომიურია როგორც ჩანს და გემრიელიც იქნება

დატოვეთ კომენტარი



ყველა უფლება დაცულია - Kulinaria.Ge - ინფორმაციის დაცვის პოლიტიკა