პიშკები

პიშკები

მასალა:

  • 500 გრამი ერბო
  • 500 გრამი პურის ფქვილი
  • 4 ცალი კვერცხი
  • 3-4 სუფრის კოვზი ლუდის საფუარი
  • 1 ჩაის ჭიქა შაქარი
პიშკები

პიშკები

ქვაბში გავადნოთ 100 გრამი ერბო, დავუმატოთ 2 ჩაის ჭიქა მდუღარე წყალი და სწრაფი მორევით ჩავყაროთ იმდენი ფქვილი, რომ ცომის მაგარი მასა გამოვიდეს. ვურიოთ მანამ, სანამ ცომი ქვაბს არ მოსცილდება. შემდეგ გადავიტანოთ სხვა ჭურჭელში, გავაცივოთ, ჩავუმატოთ კარგად ალესილი კვერცხის გული, ლუდის საფუარი და ბოლოს ამავე კვერცხების თეთრად ათქვეფილი ცილა.
მეორე ქვაბში ჩავასხათ ორი ჩაის ჭიქა ერბო და წამოვადუღოთ. ამ ადუღებულ ერბოში ჩავუშვათ ცომის პატარა გუნდები წრეწირის ფორმით. როცა ერთი წყება მოიხარშება, გადმოვიღოთ თეფშზე და ქვაბში ცომის ახალი წყება ჩავუშვათ. ასე მოვხარშოთ ცომის მთელი მასა და ბოლოს შაქრის ფხვნილი მოვაყაროთ.

4 კომენტარი “პიშკები”

  1. მარი წიწავა ამბობს:

    მე ეს საიტი ძალიან მომეწონა მადლობთ რომ ასეთ კარგ საიტებს ქმნით, ამ საიტიდან რამდენ უგემრიელეს კერძს გავაკეტებ რომ თითებს ჩაიკვნეტთ.

  2. ელენე ამბობს:

    ძალიან კარგი საიტია ძალიან მომწონს (y):)

  3. გვანცა ამბობს:

    ჩვეულებრივი საფუარით არ გამოვა?და ერბოს ჩანაცვლება თუ შეიძლება მარგარინით?მომწერეთ თუ შეიძლება….

  4. teo ამბობს:

    dzalian momwons es saiti.

დატოვეთ კომენტარი


ყველა უფლება დაცულია - Kulinaria.Ge - ინფორმაციის დაცვის პოლიტიკა