პანეტონე

გეცოდინებათ, რომ პანეტონე არის იგივე პასკა იტალიურად. აღდგომის მოახლოებასთან ერთად გთავაზობთ რეცეპტს, რომლის მიხედვითაც ყველაზე გემრიელი იტალიური პასკა, ანუ პანეტონე მზადდება!

პანეტონე

ინგრედიენტები:

  • 1/3 ჭიქა თბილი წყალი(45C°)
  • 2 შეკვრა მშრალი აქტიური საფუარი
  • 4 ჭიქა ფქვილი
  • 1/2 ჭიქა თბილი რძე
  • 2/3 ჭიქა შაქარი
  • 4 კვერცხი+3 კვერცხის გული
  • 1 ჩაის კოვზი ვანილის ექსტრაქტი
  • 12 სუფრის კოვზი უმარილო კარაქი
  • 2 ჭიქა ცუკატები(სხვა და სხვა სასურველი ხილის)
  • 2 1/2 ჩაის კოვზი გახეხილი ლიმონის კანი
  • 2 სუფრის კოვზი გახეხილი ფორთოხლის კანი
  • 2 სუფრის კოვზი დამდნარი კარაქი
  • 1 სუფრის კოვზი ნაღები

1) მცირე ზომის თასი გამოავლეთ ცხელი წყლით. ჩაასხით 1/3 ჭიქა თბილი წყალი და ჩაუმატეთ ერთი შეკვრა საფუარი. მისი წყალში გახსნის შემდეგ ჩაუმატეთ 1/2 ჭიქა ფქვილი, შეფუთეთ და გადადგით 30 წუთით, სანამ მოცულობაში არ გაორმაგდება.
შემთბარ რძეს მოაფრქვიეთ დარჩენილი საფუარი და გადადგით, სანამ კარგად გაიხსნება. ამასობაში ერთმანეთს ცალკე შეურიეთ შაქარი, ოთხი კვერცხი, ორი კვერცხის გული და ვანილი. ჩაუმატეთ ჯერ რძიანი, შემდეგ ფქვილიანი მასა და შეურიეთ კარგად.

2) ერთმანეთს შეურიეთ კარაქი და დარჩენილი 3 1/2 ჭიქა ფქვილი ფხვიერი მასის მიღებამდე. ნელ-ნელა ჩაუმატეთ ცომის მასას და 3-4-ჯერ სწრაფად მოურიეთ. შემდეგ ჩაუმატეთ ცუკატები და ციტრუსების გახეხილი კანი. გადაიტანეთ ცომი ცხიმმოსხმულ თასში, დაფარეთ კულინარიული ცელოფნით და დადგით თბილ ადგილას 2-3 საათით(საჭიროა, რომ გაორმაგდეს ცომის მოცულობა).

3) სამ ცალ 7.5სმ ზომის ქაღალდის საცხობ ფორმას შიგნიდან მოაცხეთ 2 სუფრის კოვზი მდნარი კარაქი. გადმოიტანეთ ცომი ფქვილმოყრილ სამუშაო ზედაპირზე და მოზილეთ რამდენიმე წამით. შემდეგ დაყავით ის სამ ნაწილად და აგორგოლავეთ თითოეული ბურთის ფორმის მიღებამდე. მოათავსეთ ისინი ფორმებში და განალაგეთ ერთმანეთისგან 10-10სმ დაშორებით საცხობ ფირფიტაზე. კვლავ გადააფარეთ კულინარიული ცელოფანი და დადგით თბილ ადგილას 2 საათით.

4) გააცხელეთ ღუმელი 200C-მდე(400F). დანის გამოყენებით პასკებს ზემოდან ორი ერთმანეთის მკვეთი ზოლი გაუკეთეთ (X-ის ფორმად). დარჩენილი 1 კვერცხის გული შეურიეთ ნაღებს და წაუსვით პასკებს. საცხობი ფირფიტა შედგით ღუმელის ცენტრში, დაუწიეთ ტემპერატურას 190C-მდე(375F) და აცხვეთ 30 წუთის განმავლობაში. თუ პასკები ძალიან შეყავისფერდებიან ზევიდან, მაშინ ფოლგა უნდა გადააფაროთ. თქვენი პანეტონე გამომცხვარია, თუ ცენტრში ჩარჭობილ ხის ჩხირს ცომი არ ამოყვება ამოღებისას. დადგით ცხაურზე გასაცივებლად.

გემრიელად მიირთვით!

დატოვეთ კომენტარი



ყველა უფლება დაცულია - Kulinaria.Ge - ტვინი