პამიდორი კორეულად

ქართული სამზარეულოს მოყვარულებს კორეულად შეკმაზული პამიდორიც გესიამოვნებათ. გაეცანით პომიდვრის მომზადების რეცეპტს აზიურად.

პამიდორი

რეცეპტის ინგრედიენტები:

  • 2 კგ. მსხვილ ნაჭრებად დაჭრილი პომიდორი
  • 4 ცალი ბულგარული წიწაკა
  • 2 თავი ნიორი
  • 2 ცალი წითელი ცხარე წიწაკა
  • მწვანილი

შესაკმაზად:

  • 100 გრ. ძმარი
  • 100 გრ. მცენარეული ზეთი
  • 100 გრ. შაქარი
  • 2 ს/კ მარილი

~ მომზადების წესი ~

1. წიწაკა, ნიორი და 2 ცალი წითელი ცხარე წიწაკა გაატარეთ ხორცსაკეპ მანქანაში, მოურიეთ.

2. დაჭერით მწვანილი.

3. სამ-ლიტრიან ქილაში ფენებად ჩააწყვეთ დაჭრილი პომიდორი, ბოსტნეულის მასა და მწვანილი. დააფარეთ ქილას თავსახური და შედგით მაცივარში თავდაყირა. ამ “ხრიკით” 8 საათის შემდეგ კერძის ზედა ნაწილი მზად იქნება. შემდეგ უკვე შეგიძლიათ ჩვეულებრივ, წაღმა მდგომარეობაში შეინახოთ.

საღამოს გაკეთებული პამიდორი კორეულად დილას უკვე მზადაა!

მომდევნო დღეს ბევრად  გემრიელია!

მოგეწონათ რეცეპტი? ↓

2 კომენტარი “პამიდორი კორეულად”

  1. მაია ამბობს:

    უკაცრავად რეცეპტი ძალიან მომეწონა მაგრამ ვერ გავიგე ძმარი ზეთი და მარილი არ წერია მომზადების წესში. მხოლოდ პამინდორი და მწვანილები წერია და ხომ ვერ მეტყვით როდის უნდა დავამატო მადლობთ.

  2. მაია ამბობს:

    კიდევ ერთი კითხვა არც მწვანილის სახეობაა მითითებული დს კონკრეტულად.რომელი მწვანილი უნდა

დატოვეთ კომენტარი



ყველა უფლება დაცულია - Kulinaria.Ge - ინფორმაციის დაცვის პოლიტიკა