ოსტრი

ცხარე, სუნელებით შეზავებული ოსტრი ქართულ კულინარიაში პოპულარული კერძია. ეს გასაკვირი არც არის, ის ხომ ყველაფერთან ერთად ძალიან გემრიელია! გემრიელად მიირთვით და შეაფასეთ რეცეპტი!

ოსტრი

რეცეპტის ინგრედიენტები:

  • 800 გრამი მჭლე საქონლის ხორცი
  • 2 დაფნის ფოთოლი
  • 100 გრამი კარაქი
  • 3 თავი ხახვი
  • 4 ცალი პამიდორი
  • 2 კბილი ნიორი
  • 1 ჩაის კოვზი ხმელი ქინძი
  • 1 სუფრის კოვზი პამიდვრის პიურე/ტომატ-პასტა
  • 1 სუფრის კოვზი წითელი ცხარე წიწაკა
  • 15 გრამი ოხრახუში
  • მარილი გემოვნებით
  • 200 გრამი მჟავე კიტრი (სურვილისამებრ)

~ მომზადების წესი ~

1. დაჭერით ხორცი საშუალო ზომის კუბიკებად და მოათავსეთ ქვაბში. ჩაუმატეთ დაფნის ფოთლები და დაასხით 200 მილილიტრი წყალი. დადგით დაბალ ცეცხლზე 2 საათით. დროგამოშვებით ურიეთ. მომზადებული ხორცი ძალიან რბილი უნდა იყოს. გადაწურეთ ნახარში წყალი და გადაინახეთ.

2. ხორცს ქვაბში 100 გრამი კარაქი ჩაუმატეთ და გემოვნებისამებრ მოაყარეთ მარილი. თხლად დაჭერით ხახვის მოზრდილი თავები და ჩაუმატეთ. შეურიეთ ეს ყველაფერი და დადგით დაბალ ცეცხლზე 7-8 წუთით. ხშირ-ხშირად ურიეთ. ხახვმა ფერი უნდა იცვალოს.

3. შემდეგ დაჭერით 4 ცალი დიდი, კანგაცლილი პამიდორი და ჩაუმატეთ. მაშინთვე მოურიეთ და განაგრძეთ შუშვა მინიმალურ ცეცხლზე 3-4 წუთის განმავლობაში.

4. ბოლოს თხლად დაჭერით ნიორი და ჩაუმატეთ ხორცხ ხმელ ქინძთან და ტომატ-პასტასთან ერთად. მოურიეთ და ჩაამატეთ წითელი ცხარე წიწაკა. ჩაუმატეთ მარილიც, თუ ამას თქვენი გემოვნება მოითხოვს. მოურიეთ და ჩაუმატეთ გადანახული ბულიონი. ისევ მოურიეთ და განაგრძეთ დაბალ ცეცხლზე მზადება 5 წუთით.

5. საბოლოოდ წვრილად დაჭერით ოხრახუში, ჩაუმატეთ და მოურიეთ. დატოვეთ ცეცხლზე კიდევ 5 წუთით და კერძი მზადაა. სურვილისამებრ ჩაუმატეთ დაჭრილი მჟავე კიტრიც და გემრიელად მიირთვით!

მოგეწონათ რეცეპტი? ↓

36 კომენტარი “ოსტრი”

  1. m.l ამბობს:

    ეგ ყველაფერი კარგია,მაგრამ წითელი წიწაკა ხახვთან ერთად უნდა ჩაყაროთ და ისე მოშუშოთ,ასე ოსტრი გაცილებით წითელი ფერის იქნება :)და კიდევ,კარაქი ფერს ართმევს ტომატიან კერძებს.ჯობია ზეთი გამოიყენოთ,ხორცთან კარაქის გამოყენებას გვირჩევენ სპეციალისტები ,მაგრამ ფერი ეკარგება კერძს :)

  2. ანონიმური ამბობს:

    ყველაფერი გასაგებია, მაგრამ ოხრახუში თხლად დაჭრილი არ გამიგია.

  3. ლია ლატარია ამბობს:

    მოგესალმებით ამ საჭმელს მე ხშირად ვაგემოვნებ და ძალიან გემრიელია მე ის მიყვარს მადლობა

  4. ანონიმური ამბობს:

    ეს სალიანკაა

  5. gio ამბობს:

    zalian kargiA DA MINDA GAVAKETO

  6. ანონიმური ამბობს:

    magaria

  7. Ema ამბობს:

    Dzn magaria miuxedavad imisa rom vegetarianeli var da xorcis didi moyvaruli arvar,magra gaketebuls racc sheexebaa propesionalur donezee gamoiyurebaa:)

  8. mam ამბობს:

    200 gram wyaltan erti chiqa tetri gvino ro davamato cudi xom ar iqneba da 1 saati ar eyofa tushvas

  9. ბექა ამბობს:

    კარაქის ან ზეთი გაკეთებას გირჩევთ,რომ ერბო გამოიყენოოთ,თან ხორცი უნდა იყოს ცხიმიანი და არ მშრალი.

  10. Sveta ამბობს:

    Me am kerzs gvinit vaketeb zalian uxdeba👍

  11. lizi ამბობს:

    ზალიან გემრიელია მაგრამ ღვინით ცუდია

  12. megi ამბობს:

    zzzaaaaaaannnnn gemrielad gamoiyureba

  13. la bonita ამბობს:

    saertod kvelas taviseburi stili akvs da nu vikamatebt momzadebis cesebze,magram ak martlac gasaocari teknologiebi cavikitxe..damijeret dasavletshi rom ostrs amzadeben isets ver daamzadebt :D :D ise erts vitkvi rom xorci unda ikos cximiani da ostri da zeti zaan ucnaurobaa,xorcs unda hkondes xorcis da saneleblebis gemo da ara zetis da marganinis,

  14. natia ამბობს:

    lamazad gamoiyureba magram me chemeburad vaketeeb dapnac schirdeba qindzic oxraxushic cerecoc wiwakac xaxvi da niori tavis tavad da aravitari zeti erbo an karaqi xorci unda iyos qoniani radganac sxva cxims tavis gemoze gadahyavs aucileblad shchirdeba ostris suneli da gvino

  15. Tamari ამბობს:

    Me am receptit gavalete da arachveulebrivi gamovida, xolod me kindzi davumate da ara oxraxushi bolos. aseve karakshi movshushe. Dzakian kargi receptia. didi madloba gamokveynebistvis

  16. მედეა ამბობს:

    მე ქონდრით მიყვარს. ხორცს უხდება ქონდარი

  17. lia ამბობს:

    jer erti kitxva ar icit da meore sachmlis keteba :D

  18. Mamuka ამბობს:

    esec kargi receptia

  19. თეონა ამბობს:

    ბექას ვეთანხმები

  20. სოფო ამბობს:

    ფქვილიც უნდა ცოტა ძალიან ,,,ოდნავ ასქელებს …

  21. ელენე შიშნიაშვილი ამბობს:

    მჟავე რომ არ იყოს კიტრი რა მოხდება? hahaha

  22. მარიამ ლაზარიშვილი ამბობს:

    მჟავე კიტრს ვინ უშვრება ოსტრს?

  23. Giorgi ამბობს:

    Tu gundat ROM tomatma feri at sheicvalos daumatet cota shaqari

  24. ოსტრი ამბობს:

    ოსტრი ძალიან, ძალიან მომეწონა სურნელით ისე არ გამისინჯავს

  25. ანონიმური ამბობს:

    ზან მაარია რა

  26. Tbilisi ამბობს:

    ფერი რომ არ დაკარგოს პამიდორი და ტომატი ორივე უნდააა

  27. ირაკლი ამბობს:

    ძალიან გემრიელი გამოვიდა.

  28. ემზარი ამბობს:

    ხმელი ცერეცოც უხდება

  29. ირმა ამბობს:

    ყველაფერი მომწონს და კარგი იქნება დარწმუნებული ვარ.მაგრამ წყალი 200 მლლიტრი ტუ ეყოფა მაგი მაინტერესებს

დატოვეთ კომენტარი



ყველა უფლება დაცულია - Kulinaria.Ge - ინფორმაციის დაცვის პოლიტიკა