მაწვნის სუპი

გიყვართ მაწვნის სუპი? იხილეთ მარიეტას რეცეპტი უგემრიელესი ქართული წვნიანი კერძის, მაწვნის სუპის მოსამზადებლად. თქვენ როგორ ამზადებთ მაწვნის სუპს? რა ცვლილებებს შეიტანდით ამ რეცეპტში?

მაწვნის სუპი

რეცეპტის ინგრედიენტები:

  • 2 ქილა (1ლ) მაწონი
  • 1 მოზრდილი თავი ხახვი
  • 200 გრამი ბრინჯი
  • 2 ცალი კვერცხი
  • კამა
  • მარილი
  • კარაქი

~ მომზადების წესი ~

1. ხახვი წვრილად დავჭრათ, მოვათავსოთ ქვაბში და კარაქში მოვხრაკოთ. შემდეგ დავასხათ ცოტაოდენი წყალი, ჩავაყაროთ ბრინჯი და ვაცადოთ მოხარშვა.

2. როდესაც ბრინჯი მოიხარშება, მაწონი ჯერ წყალში გავხსნათ და შემდეგ ჩავუმატოთ. თან მუდმივად ვურიოთ, რომ მაწონი არ აიჭრას.

3. როდესაც წვნიანი წამოდუღდება, ჩავასხათ გათქვეფილი კვერცხი და ასევე უწყვეტად ვურიოთ.

4. ბოლოს, მოვაყაროთ მარილი და ჩავაჭრათ კამა.

მოგეწონათ რეცეპტი? ↓

27 კომენტარი “მაწვნის სუპი”

  1. ნინო ამბობს:

    შეშასქელებლად ფქვილი არ ჭირდება?

    • ანონიმური ამბობს:

      მე მგონი პიტნა უფრო მოუხდება ვიდრე კამა

      • მაია ამბობს:

        მაწვნის სუპს პიტნა უხდება, მე ბრინჯთან ერთად ცოტა მაკარონსაც ვუშვები და ბოლოს ათქვეფილ კვერცხს ვამატებ, პინტა ბლომად უნდა. მაწვნის სუპი თხელი უნდა იყოს, სისქე არ უხდება.

  2. ირმა ამბობს:

    მე ბრინჯს არ უკეტებ ძალიან მომწონს ფქვილიტ ვასქელებ და აუცილებლად უნდა კამა და პიტნაც

  3. ლალი ამბობს:

    არა კარაქი არ გინდათ
    უგემრიელესი მაწვნის სუპი ვიცი
    ქინძი მწვანე ხახვი პიტნა და არაჟანიც გაუკეთეთ ცოტა და ბრინჯის მაგივრად ხორბალი

  4. ანონიმური ამბობს:

    აუცილებელია კამა ოინზი და პიტნა

  5. თამო ამბობს:

    რეცეპტის ჩამონათვალში წყლის რაოდენობა რატომ არ გიწერიათ?მე მაწვნის სუფს პიტნასაც ვუკეთებ და უხდებაა.

  6. ნანა ამბობს:

    არ მიყვარს კვერცხი უკვერცხო არ სჰეიდზლებაა

  7. ანონიმური ამბობს:

    Ukvercxoc sheizleba da me pitnas da stafilos vumateb da zalian gemrieli gamodis

  8. ანასოფია ამბობს:

    ტარხუნა ან პიტნა უხდება, კამაზე მეტად.

  9. ირინა ამბობს:

    მე კამას და ქინძს უკეთებ

  10. მანანა ამბობს:

    თუ შეიძლება,მიუთითეთ 1 ლ.მაწონს რამდენი წყალი სჭირდება, გმადლობთ

  11. nino ამბობს:

    uxdeba qindzi, pitna da tarxuna,dzmaric cotaodenic….ketdeba rogorc brinjit,aseve fqvilitac…ugemrielesiaaa.

  12. sofo ამბობს:

    Me magalitad brinis da kvercxis gareshe vaketebb da zalian mikvaras cota mchadusfqvils vunateb da qizi da okropi aucileblad

  13. teona ამბობს:

    ფქვილით კარგიაა.

  14. odinoki volk ამბობს:

    dzalian momecona gemrieli iko da kargi recepti aris

  15. ნონა ამბობს:

    მე ასე ვაკეთებ და უგემრიელესი გამომდის: ცოტა წყალში ვხარშავ ბრინჯს 1 თავ ხახვთან და ერთ კბილ ნიორთან ართად, მერე ხახვს და ნიორს ამოვიღებ, ცალკე სანამ ბრინჯი იხარშება, სამ ცალ კვერცხს ავთქვიფავ, დავუმატებ მაწონს, ცოტა წყალს , კამას და პიტნას, ბრინჯი რომ მოიხარშება გაზზევე ვამატებ კვერცხიან მასას, თან განუწყვეტლივ ვურევ ადუღებამდე, მარილით შევაზავებ და უგემრიელესი გამოდის. ცხიმი ვისაც რომელი ურჩევნია, ის უნდა უქნას, მე ზეთით ვაკეთებ

  16. მაია ამბობს:

    მე პიტნით და ცოტა ქინძით ვაკეთებ და ძალიან გემრიელია

  17. ბარბარე ამბობს:

    მე ზუსტად ამ რეცეპტით ვაკეტებ და უგემრიელესია

  18. თათია ამბობს:

    როდესაც ბრინჯს უშვრები საჭიროო აღარაა კვერცხი.ასევე კამასთან ერთად სჭირდება ქინძი

  19. ესთერი ამბობს:

    ვერმიშელიც უხდება!!!

  20. ნიტა ამბობს:

    მაწონში უნდა ჭადის ფქვილი უგემრიელესია დამიჯერეთ, ნახევარ ლიტრ მაწონში დაახლოებით 2 სუფრის კოვზი ნუ ვისაც როგორი კონსისტენცია გიყვართ, და პიტნის გარეშე რათქმაუნდა მაწვნის სუფი არაფერია.და კარტოფილიც ძალიან უხდება

  21. თინა ამბობს:

    მდე ბრინჯსაც ვუკეთებ და ფქვილსაც….კამას და პიტნას

  22. ანონიმური ამბობს:

    ნეტავი თქვენ

  23. ბეჯანი ამბობს:

    მარილის ნაცვლად უყავით წვრილად დაჭრილი მაგარი ყველი

  24. მარი ამბობს:

    DძALIAN GEMღIELIA

  25. ლიანა ამბობს:

    მე მაწნის სუპს ვაკეთებ: თვალზომით ჭადის ფქვილი გავხსნათ ერთ ლიტრ მაწონში,თუ დუღილის დროს გასქელდა, წყალს ვამატებთ.ვწვავთ კარაქს, ვათუშავთ ერთ თავ ხახვს, ვამატებთ მზა მაწონს, როცა კარგად რო ადუღდება, დავაჭრით:პრასას,ქინზს, პიტნას,ოხრახუშს,ქონდარს და ბოლოს ნიორს, მარილი გემოვნებით. გაამოთ

დატოვეთ კომენტარი



ყველა უფლება დაცულია - Kulinaria.Ge - ინფორმაციის დაცვის პოლიტიკა