მარტივი სალათა ქათმით

თუ თქვენი ოჯახის წევრებს ქათმის ხორცი უყვართ, ნუ დაიშურებთ დროსა და ენერგიას მათ გასახარებლად! ეს გემრიელი და ნოყიერი სალათი თქვენს სუფრას ნამდვილად დაამშვენებს.

მარტივი სალათა ქათმით

რეცეპტის ინგრედიენტები:

  • 1 ცალი ქათმის ბარკალი
  • 3 მოხარშული კვერცხი
  • 1 ცალი მჟავე კიტრი
  • 10 ცალი  შავი ქლიავის ჩირი
  • მაიონეზი გემოვნებით

~ მომზადების წესი ~

1. მოხარშეთ ქათმის ბარკალი, გააცივეთ, მოაცილეთ კანი, ძვალი და დააქუცმაცეთ. მოათავსეთ ხორცი სასალათე ფორმაში და მოასხით მაიონეზი.

2. მოახეხეთ კიტრის ნაწილი და კვლავ მოასხით მაიონეზი.

3. მდუღარე წყალში დაალბეთ შავი ქლიავის ჩირი, გადაუწურეთ წყალი, დაჭერით წვრილად და მოაყარეთ მაიონეზიან კიტრს.

4. გახეხეთ მოხარშული კვერცხი, დაამატეთ სალათს და კვლავ მოასხით მაიონეზი.

5. მოასწორეთ სალათის ზედაპირი, მორთეთ სურვილისამებრ და შედგით მაცივარში მცირე ხნით. ისიამოვნეთ გემრიელი და გრილი კერძით!

მოგეწონათ რეცეპტი? ↓

“მარტივი სალათა ქათმით”

  1. manana ამბობს:

    hesanihnavia

დატოვეთ კომენტარი



ყველა უფლება დაცულია - Kulinaria.Ge - ინფორმაციის დაცვის პოლიტიკა