მაიონეზის რეცეპტი

ერთ-ერთ გაზეთში წავიკითხე, რომ მაიონეზს, რომელსაც მაღაზიებში ყიდიან, სხვადასხვა ნარჩენი პროდუქტებისგან ამზადებენ. სიმართლე რომ ითქვას, მისი გამოყენება არც ისე სახარბიელოა ჯანმრთელობისათვის. სულ სხვა თემაა სახლში მომზადებული ეკოლოგიურად სუფთა მაიონეზი, ის პირიქით – სასარგებლოა! ყველაფერთან ერთად, მარტივი მოსამზადებელია.

მაიონეზი

ინგრედიენტები:

  • 200 გრამი პურის ფქვილი
  • 400 მილილიტრი (2 ჩაის ჭიქა) რძე
  • 1 კვერცხის გული
  • 1 ჩ/კ მარილი
  • 1 ჩ/კ შაქარი
  • 1 ჩ/კ მდოგვი
  • 1 ს/კ ძმარი
  • 1 ჩ/ჭ ჭიქა ზეთი (უმჯობესია ზეითუნის)

1) მცირე ზომის ქვაბში 200 გრამ ფქვილს დაასხით 1 ჭიქა ცივი რძე და ურიეთ. ფქვილი რომ კარგად გაიხსნება, შედგით ცეცხლზე; დაამატეთ ერთი ჭიქა ცხელი რძე და ურიეთ ხის კოვზით, ფქვილი რომ არ შეკურკუშდეს; აადუღეთ და გადმოდგით ცეცხლიდან.

2) 1 კვერხის გულს დაამატეთ მარილი, შაქარი, მდოგვი, ძმარი, ზეითუნის ზეთი და ათქვიფეთ მიქსერით.

3) იმისათვის, რომ მივიღოთ მაიონეზი,  გამზადებულ პირველ მასას ფრთხილად უნდა შევურიოთ მეორე მასა. მიქსერით თქვიფეთ პირველი მასა და თქვეფისას ნელ-ნელა ჩაის კოვზით ჩაამატეთ მეორე მასა – ეს იმისათვის, რომ ზეთი და რძე ერთმანეთში კარგად შეერიოს.

და ჩვენი მაიონეზი მზად არის!

გემრიელად მიირთვით!

დატოვეთ კომენტარი



ყველა უფლება დაცულია - Kulinaria.Ge - ინფორმაციის დაცვის პოლიტიკა