ლობიო ატრიით

ეს ერთ–ერთი გამორჩეული ქართული კერძია, რომელიც ძირითადად გავრცელებულია აღმოსავლეთ საქართველოს მთებში. ატრია – მოხარშული ცომია, რომელიც ტრადიციულ ლობიოს კიდევ უფრო გემრიელს ხდის.

ლობიო ატრიით

რეცეპტის ინგრედიენტები:

ლობიოსთვის:

  • 500 გრ. ლობიო
  • 2 დაფნის ფოთოლი
  • 1 ჩაის კოვზი წითელი წიწაკა
  • 1 ჩაის კოვზი უცხო სუნელი
  • 1 ჩაის კოვზი გამხმარი ქინძი
  • 5 სუფრის კოვზი ზეთი ხახვის მოსათუშად
  • 3 საშუალო ზომის ხახვი
  • 2 კბილი ნიორი
  • 20 გრ. ახალი მწვანე ქინძი
  • მარილი გემოვნებით

ატრიისთვის:

  • 700 გრ. ფქვილი (100 გრ მოსაპნევად),
  • 300 მლ. წყალი,
  • ½ ჩაის კოვზი მარილი

~ მომზადების წესი ~

ლობიო:

1. მოხარშვამდე ლობიო ცივ წყალში 2 საათით გააჩერეთ. გადაწურეთ წყალი. შემდეგ ღრმა ქვაბში 2 ლიტრ წყალთან ერთად მოათავსეთ ლობიო, დაფნა და მარილი. ხარშეთ საშუალო ტემპერატურაზე ლობიოს დარბილებამდე.
შენიშვნა: ცომი უნდა მომზადდეს ლობიოს მოხარშვამდე.

2. დაჭერით ხახვი და თუშეთ, სანამ ფერს შეიცვლის.

3. დაჭერით ახალი ქინძი და ლობიოს მოთუშულ ხახვთან ერთად დაუმატეთ. მოურიეთ და ადუღეთ 2–3 წუთით.

4. დასრისეთ ნიორი და დაუმატეთ ლობიოს 1 ჩაის კოვზ წითელ წიწაკასთან, 1ჩაის კოვზ უცხო სუნელთან, 1 ჩაის კოვზ გამხმარ ქინძთან და მარილთან ერთად. მოურიეთ და ადუღეთ 5 წუთით.

ატრია:
შენიშვნა: ატრია უნდა მომზადდეს ლობიოს მოხარშვამდე.

1. 600 გრ ფქვილი და ½ ჩაის კოვზი მარილი მოათავსეთ სათქვეფ თასში. გაუკეთეთ ჩაღრმავება ფქვილს და ნელ–ნელა დაუმატეთ 300 მლ ოთახის ტემპერატურის წყალი.

2. გააკეთეთ მკვრივი ცომის გუნდა.

3. ცომი წრიულად თხლად გააბრტყელეთ და დანით დიაგონალები იმგვარად გაატარეთ, რომ რომბები მიიღოთ.

4. დაუმატეთ დაჭრილი ცომი ლობიოს.

5. ადუღეთ 5–7 წუთი საშუალო ტემპერატურაზე.
მიირთვით ცხელი. შეგიძლიათ მორთოთ ცოტაოდენი მწვანე ქინძით.

მოგეწონათ რეცეპტი? ↓

დატოვეთ კომენტარი



ყველა უფლება დაცულია - Kulinaria.Ge - ინფორმაციის დაცვის პოლიტიკა