ლიმონის კექსი

ნაზი და არომატული ლიმონის კექსის რეცეპტი.

ლიმონის კექსი

რეცეპტის ინგრედიენტები:

  • 110 გრამი კარაქი
  • ¾ ჭიქა შაქარი
  • 4 კვერცხი
  • ¼ ჭიქა რძე
  • 1 ცალი ლიმონის კანი (გახეხილი)
  • 1 სუფრის კოვზი საცხობი ფქვილი

ზემოდან მოსასხამი ჯემისთვის:

  • 1 ლიმონი
  • 2 სუფრის კოვზი შაქარი
  • 5 სუფრის კოვზი წყალი

~ მომზადების წესი ~

1. გააცხელეთ  ღუმელი 180°C -მდე.
2. ერთმანეთში აურიეთ კარაქი და შაქარი, დაამატეთ კვერცხი და ურიეთ ერთგვაროვანი მასის მიღებამდე.
ჩაასხით რძე და მოურიეთ.
ჩაამატეთ ლიმონის გახეხილი კანი და ფქვილი. მოსარევად გამოიყენეთ ლითონის ან სილიკონის ნიჩაბი.
აიღეთ ერთი სუფრის კოვზი საცხობი ფხვნილი და ცომში ჩაყრამდე მოაწურეთ რამდენიმე წვეთი ლიმონი, რათა კექსი იყოს უფრო ფუმფულა.

3. ცხიმწასმულ კექსის ფორმაში ჩაასხით ცომი და აცხვეთ 45 წუთის მანძილზე.

შეამოწმეთ, გამოცხვა თუ არა კექსი, ასანთის ღერით ან კბილის ჩხირით.

4. მოამზადეთ  ჯემი: წვრილად დაჭერით ლიმონის კანი,  ჩაყარეთ პატარა ტაფაში და  ჩაამატეთ შაქარი და წყალი.

დადგით ტაფა საშუალო ცეცხლზე და ურიეთ პერიოდულად, სანამ შაქარი გადნება.

როდესაც დუღილს დაიწყებს, ჩაამატეთ რამდენიმე წვეთი ლიმონი და ნახავთ, რომ მასა გასქელდება.

გადმოდგით ჯემი ცეცხლიდან და მოასხით კექსს. გემრიელად მიირთვით!

მოგეწონათ რეცეპტი? ↓

7 კომენტარი “ლიმონის კექსი”

  1. ნათია ამბობს:

    ფქვილი არ უნდა?

  2. ირინა ამბობს:

    საგამო მსჰვიდობისა,მაინტერესებდა ამ ლიმონის კექს ტუ სცირდება ფქვილი,გმადლობტ

  3. ირინა ამბობს:

    იქ ცერია რომ 1 სუფრის კოვზი ფქვილი,მაგრამ მასა გამოვიდა ცკალივიტ და აგრა ვიცი რა ვუკო.გმადლობტ

  4. ანონიმური ამბობს:

    Xalxo fqvils ramdensac sheizels ra mixvedra unda ro gamorchat daweraaa. .. aba ufqvilo keqsi ??? Da 1 kovzio ro weria safuarze weria

  5. ნინო ამბობს:

    დზალიან მომეცონა

  6. ლინა ამბობს:

    ჯემის გაკეტების დროს ტაფას კარაქი უნდა წაუსვათ

დატოვეთ კომენტარი



ყველა უფლება დაცულია - Kulinaria.Ge - ინფორმაციის დაცვის პოლიტიკა