კურდღელი ბოსტნეულში

ბოსტნეულში გემრიელად მომზადებული კურდღლის კერძის რეცეპტი ჩვენი მზარეულებისგან. გემრიელად მიირთვით!

კურდღელი ბოსტნეულში

რეცეპტის ინგრედიენტები:

  • 1 კილოგრამი კურდღლის ხორცი
  • 300 გრამი პამიდორი
  • 100 გრამი ბულგარული წითელი
  • 30 გრამი ტომატი
  • 100 გრამი მწვანე ბულგარული წიწაკა
  • 100 გრამი ხახვი
  • 15 გრამი ნიორი
  • 2 ცალი მწვანე წიწაკა
  • 30 გრამი ქინძი
  • 20 გრამი მარილი
  • 100 გრამი ზეთი
  • 50 გრამი კარაქი
  • 1 ჭიქა წყალი

~ მომზადების წესი ~

1. კურდღელი დავჭრათ საშუალო ზომის ნაჭრებად.

2. ტაფაზე დავასხათ ზეთი, კარაქი და დავაწყოთ კურდღლის ნაჭრები. შევწვათ მსუბუქად, ორივე მხრიდან და დავამატოთ საშუალო ზომის ნაჭრებად დაჭრილი ბოსტნეული. დავამატოთ ქინძი, გახეხილი ნიორი, მწვანე წიწაკა და მარილი გემოვნებით. დავახუროთ სახურავი, ჩავშუშოთ ბოსტნეული სანამ არ ჩარბილდება და წვენს არ გამოუშვებს.

3. დავამატოთ ერთი კოვზი ტომატი, ერთი ჭიქა წყალი და წამოვადუღოთ მომზადებული მასა. როცა წამოდუღდება, გადმოვდგათ და გადმოვიტანოთ სასურველ ჭურჭელში.

გემრიელად მიირთვით!

მოგეწონათ რეცეპტი? ↓

 

დატოვეთ კომენტარი



ყველა უფლება დაცულია - Kulinaria.Ge - ინფორმაციის დაცვის პოლიტიკა