სააღდგომო კვერცხის შეღებვის ბუნებრივი მეთოდი

რისი გამოყენება გიცდიათ ბუნებრივ საღებავად? გამოგიყენებიათ ჭარხალი ან ყავის მარცვლები? გთავაზობთ კვერცხის შეღებვის ბუნებრივ მეთოდს ნატურალური საღებავებით. აუცილებლად გაეცანით და მოგვწერეთ, თუ თქვენთვის ცნობილია სააღდგომო კვერცხის შეღებვის სხვა ბუნებრივი მეთოდიც!

სააღდგომო კვერცხები

რაც არ უნდა გაგიკვირდეთ, ამ მეთოდის ძირითადი ინგრედიენტებია: 4 ჭიქა წყალი, 1 სუფრის კოვზი თეთრი ძმარი და 1 სუფრის კოვზი მარილი. ასევე დაგჭირდებათ დანა, ქვაბი, კოვზი, საწური და თასი(ნუ გამოიყენებთ ძვირფას ჭურჭელს ლაქების საფრთხის არსებობის გამო). კვერცხების მუყაოს ჩასადები მათ გაშრობაში დაგეხმარებათ. სამუშაო ზედაპირი დაფარეთ გაზეთებით, გამოეწყვეთ ძველ ტანისამოსში და ხელთათმანების გაკეთებაც არაა ცუდი იდეა.

 

1. ლურჯი ფერის კვერცხის მისაღებად დააქუცმაცეთ დიდი წითელი კომბოსტოს ნახევარი და ჩაუმატეთ ძირითადი ინგრედიენტების ნარევს(ძმრის ჩამატება შესაძლებელია ადუღებული ნარევის შეგრილების შემდგომაც). მიიყვანეთ დუღილამდე, დაუწიეთ ცეცხლს და ადუღეთ 20 წუთის განმავლობაში. შემდეგ, გადაწურეთ ფერადი სითხე ქვაბიდან თასში და გააცივეთ. რაც უფრო დიდხანს გააჩერებთ კვერცხს თასში(მინიმუმ 2 საათით), ფერიც მით უფრო მკვეთრი იქნება. კოვზით ამოიღეთ კვერცხი საღებავიდან და გადაიტანეთ მუყაოს ჩასადებში ან დადეთ ტილოზე. აცალეთ კარგად გაშრობა.

lurji saagdgomo kvercxi
ლურჯი ფერის მისაღებად არსებობს კიდევ ერთი მეთოდი: კომბოსტოს ნაცვლად 1 ჭიქა მოცვიც გამოიყენება.

 

2. პროცედურები მსგავსია ყვითელი კვერცხის მისაღებადაც, ოღონდ ამჯერად ბუნებრივ საღებავად 5 სუფრის კოვზი დაფქული ინდური სანელებელი კურკუმა უნდა გამოიყენოთ. კარგად შეურიეთ ის ძირითადი ინგრედიენტების ნარევს და ადუღეთ 2-3 წუთით, სანამ სანელებელი კარგად არ გაიხსნება. შემდეგ, გადაასხით თასში, გააცივეთ და იგივე პროცედურებს მიმართეთ კვერცხის შესაღებად.

yviteli saagdgomo kvercxi

3. წითელი შეფერილობისთვის თხლად დაჭერით 2 ცალი ჭარხალი და ჩაუმატეთ ძირითადი ინგრედიენტების ნარევს. მიიყვანეთ დუღილამდე, დაუწიეთ ცეცხლს და ადუღეთ 20 წუთის განმავლობაში. გადაწურეთ ფერადი სითხე ქვაბიდან ჯამში და გააცივეთ. შემდეგ, მიმართეთ იგივე პროცედურებს, რაც მოყვანილია ლურჯი ფერის შემთხვევაში.

სააღდგომო პასკის რეცეპტი

4. ყავისფერი შეფერილობის მისაღებად ჩაუმატეთ 4 სუფრის კოვზი დაფქული ყავა ძირითადი ინგრედიენტების ნარევს. მიიყვანეთ დუღილამდე, დაუწიეთ ცეცხლს და ადუღეთ 10 წუთის განმავლობაში. გადაწურეთ საღებავი თასში და გააცივეთ.

yavisperi saagdgomo kvercxebi
მსგავსი ფერი 6-8 თავი ყავისფერი ხახვის კანის ფურცლებითაც მიიღება.

 

5. მწვანე შეფერილობის მისაღებად გამოიყენეთ 2 სუფრის კოვზი დაფქული მწვანე ჩაი.

პანეტონეს რეცეპტი

6. ოქროსფერი შეფერილობის მისაღებად ჩაყარეთ 2 სუფრის კოვზი კამის თესლი 1 ჭიქა წყალში და ადუღეთ 15 წუთის განმავლობაში. შემდეგ გადაწურეთ და ჩაუმატეთ 1 სუფრის კოვზი თეთრი ძმარი.

კულიჩის რეცეპტი

7. იასამნისფერი შეფერილობის მისაღებად წამოადუღეთ 1 ჭიქა წითელი ღვინო ან ყურძნის წვენი და გაციების შემდეგ ძმარი დაუმატეთ.

 

როგორ შევღებოთ სააღდგომო კვერცხი?გადადით ლინკზე და გაიგეთ, როგორ იღებება კვერცხი ენდროს გამოყენებით.

 

5 კომენტარი “სააღდგომო კვერცხის შეღებვის ბუნებრივი მეთოდი”

  1. ხათუნა ამბობს:

    მწვანე ფერის მისაღებად ჭინჭრის ნახარში უნდა ჩავალაგოთ კვერცხები და ისე ვხარშოთ,რა თქმა უნდა არ უნდა დაგვავიწყდეს სხვა ინგრედიენტებიც. კვერცხი გამოდის ლამაზი მწვანე შეფერილობის.

  2. ხათუნა ამბობს:

    ყვითელი ფერის მისაღებად კარგია,როგორც ინდური სანელებელი კურკუმა ასევე ყვითელი ყვავილით მომზადებული საღებავი. ყვითელი ყვავილი (ზაფრანა) უნდა ვადუღოთ 10-15 წუთის მანძილზე მარილთან და თეთრ ძმართან ერთად, მხოლოდ ამის შემდეგ უნდა ჩავდოთ მოხარშული კვერცხი. რაც უფრო დიდხანს გავაჩერებთ მით უფრო მუქ ფერს მივიღებთ.

  3. მარი ამბობს:

    როდის უნდა ჩავაწყო კვერცხები სითხეში? გაცივების შემდეგ?

    • მზარეული ტომატო ამბობს:

      ოთახის ტემპერატურაზე გაცივების შემდეგ. შედარებით უფრო მკვეთრი ფერის მისაღებად მთელი ღამით დატოვეთ კვერცხები ფერად სითხეში.

  4. ანონიმური ამბობს:

    კარგია

დატოვეთ კომენტარი



ყველა უფლება დაცულია - Kulinaria.Ge - ინფორმაციის დაცვის პოლიტიკა