კენკრა ვანილის მასკარპონეთი

კენკრა მასკარპონეთი გემოს შესანიშნავი კომბინაციაა და შედეგად კი გამოდის მშვენიერი, მარტივად მოსამზადებელი პუდინგი.

კენკრა ვანილის მასკარპონეთი

რეცეპტის ინგრედიენტები:

  • 1 დიდი მუჭი გარჩეული და დაჭრილი მარწყვი
  • 1 დიდი მუჭი ჟოლო
  • 2 სუფრის კოვზი შაქარი
  • 1 ფორთოხალი
  • 1 ვანილის პარკი (პარკოსანი ვანილი)
  • 125 გრ მასკარპონე
  • 125 გრ ბერძნული იოგურტი
  • 1 გალეტი (ფხვიერი ორცხობილა)

~ მომზადების წესი ~

1. მოათავსეთ მარწყვი თასში. დაამატეთ 1 სუფრის კოვზი შაქარი, ფორთოხლის წვენი და ცედრა და ვანილის თესლის ნახევარი. მსუბუქად აურიეთ და გადადეთ მანამ, სანამ ყველაფერი დანარჩენი მზად არ გექნებათ.

2. შეურიეთ მასკარპონეს და იოგურტს დარჩენილი შაქარი და დარჩენილი თესლი ვანილის პარკიდან. კარგად აურიეთ.

3. მასკარპონე თითოეულ თეფზე კოვზით გადმოიტანეთ.  კოვზის ზურგით შუაში ჩაღრმავება გააკეთეთ  და  ხილი ზემოდან მოათავსეთ. მოასხურეთ წვენი. თითოეულ თეფშს მოაყარეთ ორცხობილის ნაფხვენები.

მოგეწონათ რეცეპტი? ↓

დატოვეთ კომენტარი



ყველა უფლება დაცულია - Kulinaria.Ge - ინფორმაციის დაცვის პოლიტიკა