ხორცის კატლეტი

ტაფაზე ზეთი შიშხინებს, სამზარეულოში კატლეტის სუნი დგას. მაგიდის გაშემო შემოკრებილი ოჯახის წევრები შედეგს მოუთმენლად ელიან.. იხილეთ მარიეტას რეცეპტი ხორცის კატლეტის მოსამზადებლად.

კატლეტი

რეცეპტის ინგრედიენტები:

  • საქონლისა და ღორის ფარში (შერეული)
  • 1 ცალი კვერცხი
  • 3 თავი ხახვი
  • 2 კბილი ნიორი
  • 1 ცალი კარტოფილი
  • 1 ცალი სტაფილო
  • ქინძი, ოხრახუში
  • წყალში დამბალი პური
  • მარილი, წიწაკა, პილპილი
  • ფქვილი ამოსავლებად

~ მომზადების წესი ~

1. საქონლისა და ღორის ხორცი გავატაროთ ხორცსაკეპ მანქანაში. ასევე გავატაროთ ხახვი, ნიორი, კარტოფილი, ქინძი, ოხრახუში და წყალში დამბალი პური. სტაფილო შეგიძლიათ გახეხოთ.

2. ამ ყველაფერს დავამატოთ 1 ცალი კვერცხი, მარილი, წიწაკა, პილპილი და ხელით კარგად ავზილოთ.

3. შემდეგ ამოვავლოთ ფქვილში, მივცეთ კატლეტის ფორმა და ორივე მხრიდან შევწვათ ცხელ ტაფაზე ზეთში.

მოგეწონათ რეცეპტი? ↓

9 კომენტარი “ხორცის კატლეტი”

  1. ... ამბობს:

    მარტლაც რომ მაგარი კარგია….

  2. ილონა ამბობს:

    ხორცი 1კგ უნდა?

  3. გიორგი. ამბობს:

    ძააბ გემრიელი საჭმელები გამომდის თქვენი წყალობით მადლობა.

  4. რუსა ამბობს:

    და დაამატეთ კარტოფილის ფანტელი
    ერთ კილო ფარშზე 0.050 გრ კარტოფილის ფანტელი.
    შედეგით გაოცდებით უგემრიელესი გამომივიდა

  5. ნანინა ამბობს:

    რა არის კარტოფილის ფანტელი?

  6. გურამი ამბობს:

    500-500გრამი

  7. ნელი ამბობს:

    სტაფილოსი რა მოგახსენოთ, კატლეტში ნამდვილად არ მიცდია.გუფთაში ვუმატებ. პიტნას,რეჰანს,ქონდარს და კამას ვუმატებ ცოტას(ერთი ან ორი ღერი) ძალიან გემრიელი გამოდის.

  8. დოდო ამბობს:

    სტაფილო ნამდვილად ზედმეტია

დატოვეთ კომენტარი



ყველა უფლება დაცულია - Kulinaria.Ge - ინფორმაციის დაცვის პოლიტიკა