ახალი კარტოფილისა და ყველის წვნიანი

ასიამოვნეთ ოჯახის წევრები მარტივი და სწრაფად მოსამზადებელი სუპით კარტოფილითა და ყველით.

ახალი კარტოფილისა და ყველის წვნიანი

რეცეპტის ინგრედიენტები:

  • 300 გრ. პატრა ახალი კარტოფილი
  • 200 გრ. ახალი იმერული ყველი (ან მოცარელა)
  • 2 მწვანე ხახვი
  • 200 გრ. არაჟანი
  • 1 კვერცხი
  • 1 ჩაის კოვზი შავი პილპილი
  • 1 სუფრის კოვზი ფქვილი
  • 40 გრ. კარაქი
  • 20 გრ. კამა
  • მარილი გემოვნებით

~ მომზადების წესი ~

1. კარტოფილი, მწვანე ხახვი და მარილი მოათავსეთ ქვაბში 1.7 ლიტრ წყალთან ერთად. ხარშეთ დაბალ ტემპერატურაზე სანამ კარტოფილი მსუბუქად არ მოიხარშება, შემდეგ ამოიღეთ ხახვი.

2. სანამ კარტოფილები იხარშება, თასში მოათავსეთ არაჟანი, ფქვილი, კვერცხი და პილპილი. დაუმატეთ ცოტაოდენი წყალი კარტოფილის ქვაბიდან და კარგად ათქვიფეთ.

დაუმატეთ ეს ნაზავი კარტოფილს. კარგად აურიეთ.

3. დაჭერით ყველი და დაუმატეთ 40 გრ კარაქთან ერთად კარტოფილს. წამოადუღეთ და მუდმივად ურიეთ.

4. წვრილად დაჭერით 20 გრ კამა და დაუმატეთ სუპს.

ფრთხილად მოურიეთ და ცეცხლიდან გადმოდგით.

მიირთვით ცხელი.

მოგეწონათ რეცეპტი? ↓

“ახალი კარტოფილისა და ყველის წვნიანი”

  1. ირმა ციკოლია ამბობს:

    უგემრიელესია,ოგონდ მართლა.მე არაჟნის გარეშე მოვამზადე ხბოს ხორცის ნახარშში. სუპების მოყვარული დიდად არა ვარ მაგრამ საოცარი გემო აქვს.მადლობა ეგეთი მარტივი რეცეპტის მოწოდებისათვის.

დატოვეთ კომენტარი



ყველა უფლება დაცულია - Kulinaria.Ge - ინფორმაციის დაცვის პოლიტიკა