გემრიელი ვაშლის ნამცხვარი

გემრიელი დესერტის მომზადება გადაწყვიტეთ? ვაშლის უგემრიელესი ნამცხვარი ამ მარტივი რეცეპტით ძალიან მცირე დროში მზადდება. მნიშვნელობა არ აქვს სად, ვისთვის და რისთვის აცხობთ, ეს ნამცხვარი ნებისმიერ შემთხვევაში ძალიან მალე შეიჭმევა :)

ვაშლის ნამცხვარი

რეცეპტის ინგრედიენტები:

  • 1 ჭიქა გაცრილი ფქვილი
  • 1 ჩაის კოვზი საცხობი ფხვნილი
  • 1/4 ჩაის კოვზი მარილი
  • 1/4 ჩაის კოვზი დაფქული დარიჩინი
  • 1/4 ჭიქა დამდნარი კარაქი ან მარგარინი
  • 1/2 ჭიქა შაქარი
  • 1/2 ჭიქა ყავისფერი შაქარი
  • 1 ცალი კვერცხი
  • 1 ჩაის კოვზი ვანილის ექსტრაქტი
  • 1/2 ჭიქა დაჭრილი ვაშლი
  • 1/2 ჭიქა დაქუცმაცებული ნიგოზი
  • 2 სუფრის კოვზი შაქარი
  • 2 ჩაის კოვზი დაფქული დარიჩინი

~ მომზადების წესი ~

1. გააცხელეთ ღუმელი 175C გრადუსამდე(350F). მოაცხეთ ცხიმი 22×22სმ. ზომის საცხობ ლანგარს. თასში ერთმანეთს შეურიეთ გაცრილი ფქვილი, საცხობი ფხვნილი, მარილი და 1/4 ჩაის კოვზი დაფქული დარიჩინი.

2. დიდი ზომის თასში ხის კოვზით ერთმანეთს შეურიეთ დამდნარი კარაქი, 1/2 ჭიქა თეთრი და ყავისფერი შაქარი ერთგვაროვანი მასის მიღებამდე. შემდეგ შეურიეთ კვერცხი და ვანილის ექსტრაქტი. ჩაუმატეთ ფქვილის მშრალი მასაც და კარგად შეურიეთ. ბოლოს შეურიეთ დაქუცმაცებული ვაშლი და ნიგოზი. მიღებული მასა მალევე მოათავსეთ საცხობ ლანგარზე(გადაანაწილეთ თანაბრად).
ერთმანეთს შეურიეთ დარჩენილი 2 სუფრის კოვზი შაქარი, 2 ჩაის კოვზი დაფქული დარიჩინი და ზევიდან მოაყარეთ ნამცხვარს.

3. აცხვეთ 25-30 წუთის განმავლობაში. გამომცხვარი ნამცხვარი უკან უნდა ამოიბურცოს თითით მსუბუქად ჩაზნექვისას.
აცალეთ გაცივება ფორმაშივე, შემდეგ დაჭერით ოთხკუთხედებად და გემრიელად მიირთვით!

ნუტრიცია:
კალორიები: 143კ.კალ.
ქოლესტერინი: 21მგ.
ცხიმები: 5.7გ.
პროტეინი/ცილა: 1.8გ.

მოგეწონათ რეცეპტი? ↓

დატოვეთ კომენტარი



ყველა უფლება დაცულია - Kulinaria.Ge - ინფორმაციის დაცვის პოლიტიკა