ესპანური ომლეტი კარტოფილით

მარტივი და მრავალფეროვანი ესპანური ომლეტი კარტოფილითა და ჩორიზოთი მთელი ოჯახისათვის.

ესპანური ომლეტი კარტოფილით

რეცეპტის ინგრედიენტები:

  • 3 სუფრის კოვზი არარაფინირებული ზეითუნის ზეთი
  • 1 დაჭრილი დიდი ყვითელი ხახვი
  • 50 გრ. ესპანური ჩორიზო (შებოლილი სოსისი), თხლად დაჭრილი ნახევარი მთვარის ფორმით
  • 350 გრ. დაჭრილი წითელი კარტოფილი
  • მარილი და პილპილი
  • ¾ ჭიქა დარილი ოხრახუში
  • 10 დიდი ათქვეფილი კვერცხი
  • 1 ჭიქა (100 გრ.) გახეხილი მანჩეგო ან ჩედერი
  • 1 პატარა თავი მწვანე სალათის ფურცელი
  • ½ პატარა თხლად დაჭრილი წითელი ხახვი

~ მომზადების წესი ~

1. გააცხელეთ ღუმელი 200 0C-ზე. გააცხელეთ 1 სუფრის კოვზი ზეთი ღუმელის დიდ ტაფაზე საშუალო ტემპერატურაზე. დაუმატეთ ყვითელი ხახვი და თუშეთ 5 წუთით.

2. დაუმატეთ ჩორიზო, კარტოფილი, და ½ ჩაის კოვზი მარილი და პილპილი, თუშეთ, დააფარეთ, ურიეთ დროდადრო სანამ კარტოფილი დარბილდება, 10 წუთით.

3. შეურიეთ ოხრახუში, კვერცხი და კარგად აურიეთ. მოაყარეთ ყველი და მოათავსეთ ღუმელში.

4. აცხვეთ ომლეტი ყავისფრად შეფერვამდე და აფუებამდე, 15 წუთით.

5. გაანაწილეთ სალათის ფურცლები და წითელი ხახვი თეფშებზე და მოასხით დარჩენილი ზეთი. დაჭერით ომლეტი ნაჭრებად და მიირთვით სალათასთან ერთად.

მოგეწონათ რეცეპტი? ↓

“ესპანური ომლეტი კარტოფილით”

დატოვეთ კომენტარი



ყველა უფლება დაცულია - Kulinaria.Ge - ინფორმაციის დაცვის პოლიტიკა