გუაკამოლი

მექსიკური სამზარეულოს მოყვარულთათვის გთავაზობთ სწრაფად მოსამზადებელი აპერიტივის, გუაკამოლის რეცეპტს. მექსიკური გუაკამოლი ძალიან მარტივი, გემრიელი და რაც მთავარია, სასარგებლო აპერიტივია.

გუაკამოლი

რეცეპტის ინგრედიენტები:

  • 2 მწიფე ავოკადო (კანი შავი შეფერილობის უნდა იყოს)
  • 1 მწვანე ან ყვითელი ლიმონი
  • 1 პატარა თავი ხახვი
  • 1 ჩაის კოვზი პაპრიკა (დაფქული ტკბილი წიწაკა)
  • 1/4 ჩაის კოვზი მწარე წიწაკა (ან უფრო მეტი გემოვნებისამებრ)
  • წითელი ბულგარული წიწაკის 1/4
  • 12-მდე ქლიავივით პამიდორი
  • 1 კონა ქინძი
  • მარილი გემოვნებით

~ მომზადების წესი ~

თუკი ინგრედიენტები უკვე მოვიმარაგეთ, შეგვიძლია შევუდგეთ გუაკამოლის მომზადებას!

გუაკამოლი

გამოწურეთ ლიმონის წვენი. გაჭერით ავოკადოები შუაზე, ამოაცალეთ კურკები, დასერეთ რბილობი დანით შიგნიდან და ამოიღეთ კოვზით.

გუაკამოლი

მალევე მოასხით ლიმონის წვენი (რაც ხელს შეუშლის რბილობის ოქსიდაციას და გაშავებას), მოაყარეთ წვრილად დაჭრილი ხახვი, დაჭრილი მწიფე პამიდორი, ქინძი, პაპრიკა, მწარე წიწაკა და მარილი.

გუაკამოლი

კარგად აურიეთ კოვზით ისე, რომ ავოკადოს ნაჭრებიც ნაწილობრივ დაისრისოს (ნაწილი უნდა დარჩეს ნაჭრებად).

გუაკამოლი

გადაანაწილეთ გუაკამოლი ბოკლებში. სურვილისამებრ მორთეთ ქინძით, პაპრიკით და გემრიელად მიირთვით. ტრადიციულად მიირთმევა სიმინდის ჩიფსებთან, ტორტილიასთან ერთად.

მოგეწონათ რეცეპტი? ↓

დატოვეთ კომენტარი



ყველა უფლება დაცულია - Kulinaria.Ge - ინფორმაციის დაცვის პოლიტიკა