გერმანული ბლინები

ბლინები ალბათ ყველასთვის ბავშვობასთან და დედობრივ მზრუნველობასთან ასოცირდება. გამოუცხვეთ ეს უგემრიელესი გერმანული ბლინები საყვარელ ადამიანებს და აგრძნობინეთ მტავარი – ზრუნვა.

გერმანული ბლინები

რეცეპტის ინგერდიენტები:

  • 6 კვერცხი
  • 1 ჭიქა რძე
  • 1 ჭიქა ფქვილი
  • ½ ჩაის კოვზი მარილი
  • 3 სუფრის კოვზი კარაქი

~ მომზადების წესი ~

1. დიდ თასში, მიქსერით ერთმანეთში ათქვიფეთ კვერცხი, ფქვილი, რძე და მარილი, ნაზი და ჰაეროვანი მასის მიღებამდე.

2. გაადნეთ კარაქი და წაუსვით გამოსაცხობ ფორმას. გამოსაცხობი ფორმის სიმაღლე მინიმუმ 5 სმ მაინც უნდა იყოს, რადგან ცომი ცხობის დროს აიწევს.

3. გააცხელეთ ღუმელი 200C-ზე და აცხვეთ 20 წუთის მანძილზე.

შენიშვნა: არ გამოაღოთ ღუმელი ცხობის დროს.

მოგეწონათ რეცეპტი? ↓

3 კომენტარი “გერმანული ბლინები”

  1. საშკა ამბობს:

    უკომენტაროდ

  2. ინგა ამბობს:

    1/2 სუფრის კოვზი მარილი? ნეტა ვინმემ დაიჯერა და სცადა? :D

დატოვეთ კომენტარი



ყველა უფლება დაცულია - Kulinaria.Ge - ინფორმაციის დაცვის პოლიტიკა