გამაგრილებელი სასმელი ჰორჩატა

ესპანელების და მექსიკელების საყვარელი გამაგრილებელი სასმელი ჰორჩატა მზადდება მარტივად და აგრილებს გემრიელად. სულ რაღაც ორ ეტაპიანი რეცეპტით თქვენ 5-6 ჭიქა უალკოჰოლო გამაგრილებელ სასმელს მიიღებთ. ნუ მოაკლებთ თავს ამ სიამოვნებას!

გამაგრილებელი სასმელი ჰორჩატა

ინგრედიენტები:

  • 1 ჭიქა გრძელი ბრინჯი
  • 5 ჭიქა წყალი
  • 1/2 ჭიქა რძე
  • 1/2 სუფრის კოვზი ვანილის ექსტრაქტი
  • 1/2 სუფრის კოვზი დაფქული დარიჩინი
  • 2/3 ჭიქა შაქარი

პირველი ეტაპი:
ჩაყარეთ მოუხარშავი ბრინჯი ბლენდერში, დაასხით წყალი და ურიეთ ერთმანეთს 1 წუთის განმავლობაში. მიღებული ნარევი მინიმუმ 3 საათით გააჩერეთ ოთახის ტემპერატურაზე.

მეორე ეტაპი:
ჩაასხით სითხე საწურში ბრინჯის ნატეხების მოსაშორებლად. შემდეგ ჩაუმატეთ რძე, ვანილი, დარიჩინი და შაქარი. ურიეთ შაქრის გახსნამდე. ჩაყარეთ ყინულები ჭიქაში და დაასხით ჰორჩატა. გემრიელად გაგრილდით!

დატოვეთ კომენტარი



ყველა უფლება დაცულია - Kulinaria.Ge - ინფორმაციის დაცვის პოლიტიკა