ბურიტო

მასალა:

  • 900გ ღორის ხორცი (სუკი)
  • 1ს/კ ზეთი
  • 1,5 ჭიქა ბულიონი
  • 1 ჭიქა ტომატის პასტა
  • 1 ჩ/კ დაჭრილი ჩილი (ცხარე წიწაკა)
  • ½ ჩ/კ ფორთოხლის ცედრა
  • 8 ცალი ტორტილიასი
  • მარილი გემოვნებით
ბურიტო

ბურიტო

ღორის ხორცს მოვაყაროთ მარილი, წავუსვათ ზეთი, გადავიტანოთ ტაფაზე და შევდგათ წინასწარ გაცხელებულ 180 გრადუსიან ღუმელში. ვამყოფოთ იქ, სანამ ხორცი არ შეწითლდება და დარბილდება. ამავდროულად მოვამზადოთ სოუსი: ქვაბში ჩავასხათ ბულიონი, ტომატის პასტა, ფორთოხლის ცედრა და წიწაკის ნაჭრები. წამოვადუღოთ და ვხარშოთ დაბალ ცეცხლზე თავსახურის გარეშე დაახლოებით 30 წუთის განმავლობაში, სანამ სოუსი არ შესქელდება.

შემწვარი ღორის ხორცი დავჭრათ წვრილ ნაჭრებად, ჩავყაროთ სოუსთან ერთად ქვაბში და წამოვადუღოთ დაბალ ცეცხლზე. შევახვიოთ ტორტილიასი ფოლგაში და გავაცხელოთ ღუმელში. თითოეულ ტორტილიასზე დავაწყოთ ხორცის მასა და შევახვიოთ რულეტის მსგავსად. მაგიდასთან მივიტანოთ არაჟანთან ან წითელ ლობიოსთან ერთად.

“ბურიტო”

  1. კიტ ამბობს:

    არასწორ რეცეპტებს ნუ წერთ !!!! ბურიტოს ინგრედიენტებში აუცილებლად შედის: ბრინჯი, ლობიო და სიმინდი.. და არა ფორთოხის ცედრა !!!

დატოვეთ კომენტარი


ყველა უფლება დაცულია - Kulinaria.Ge - ინფორმაციის დაცვის პოლიტიკა