ბრინჯი მექსიკურად

მარტივი რეცეპტი იმისათვის, რომ ისადილოთ მექსიკურად. ამ რეცეპტით მხოლოდ ნახევარ საათში და ხელმისაწვდომი ინგრედიენტებით მზადდება 4 ულუფა მექსიკური ბრინჯი, რომელიც თქვენს სუფრას მექსიკურ არომატს მიანიჭებს!

ბრინჯი მექსიკურად

რეცეპტის ინგრედიენტები:

  • 3 სუფრის კოვზი მცენარეული ზეთი
  • 1 ჭიქა უმი გრძელი ბრინჯი
  • 1 კბილი ნიორი
  • 1 ჩაის კოვზი გრანულირებული მარილი
  • 1/2 ჩაის კოვზი დაფქული კვლიავი
  • 1/4 ჭიქა დაქუცმაცებული ხახვი
  • 1/2 ჭიქა პამიდვრის სოუსი
  • 2 ჭიქა ქათმის ბულიონი

~ მომზადების წესი ~

1. დაჭერით ნიორი მაქსიმალურად მცირე ნაწილებად, მოაყარეთ მარილი და გააჩერეთ 10-20 წუთით. დიდი ზომის ქვაბი დადგით საშუალო ცეცხლზე, ჩაასხით ზეთი და ჩაყარეთ ბრინჯი. ურიეთ მუდმივად, სანამ ბრინჯი მოოქროსფერო შეფერილობას არ მიიღებს. მომზადების პროცესშივე მოაყარეთ და შეურიეთ ნივრიანი მარილი და დაფქული კვლიავი.

2. ჩაუმატეთ დაჭრილი ხახვი და შუშეთ სანამ არ დარბილდება. შემდეგ ჩაასხით პამიდვრის სოუსი, ქათმის ბულიონი და მიიყვანეთ დუღილამდე. დაუწიეთ გაზს, დააფარეთ თავსახური და ადუღეთ 20-25 წუთის განმავლობაში, სანამ ბრინჯი სითხეთი არ გაიჟღინთება.

ნუტრიცია:
კალორიები: 291კ.კალ.
ქოლესტერინი: 2მგ.
ცხიმები: 11გ.
პროტეინი/ცილა: 4.8გ.

მოგეწონათ რეცეპტი? ↓

3 კომენტარი “ბრინჯი მექსიკურად”

  1. მანკა ამბობს:

    კვლიავი რაგააა,აგვიხსენიტ ბალახია,სუნელი ტუ რა?ცჰვენტან იკიდებაა,რამე სცვლიის?

  2. ირინა ამბობს:

    კვლიავი არის ველური ქონდარი, მთაში იზრდება, ჩვეულებრივ იყიდება სუნელებთან ერთად

  3. სოფო ამბობს:

    ძალიან გემრიელი გამოვიდა, გმადლობთ რეცეპტის მოწოდებისთვის:)

დატოვეთ კომენტარი



ყველა უფლება დაცულია - Kulinaria.Ge - ინფორმაციის დაცვის პოლიტიკა