ბადრიჯანი ნიგვზით

უგემრიელესი სამარხვო კერძის მარტივი რეცეპტი კულინარიაზე. ბადრიჯანი ნიგვზით ქართული კულინარიის განუყოფელი ნაწილია, რომელიც ყველას ასე ძალიან გვიყვარს!  აუცილებლად მოამზადეთ ეს კერძი ჩვენი რეცეპტით და გაგვიზიარეთ თქვენი შეფასებები. ბადრიჯანი ნიგვზით დაგიმშვენებთ ნებისმიერ სუფრას, სადღესასწაულო იქნება ის თუ საოჯახო, ყოველდღიური.

ბადრიჯანი ნიგვზით

რეცეპტის ინგრედიენტები:

  • 500 გრამი ბადრიჯანი
  • 250 გრამი ნიგოზი
  • 3 კბილი ნიორი
  • 1 ჩაის კოვზი უცხო სუნელი
  • 1 ჩაის კოვზი ხმელი ქინძი
  • 1 ჩაის კოვზი წითელი წიწაკა
  • 1 ჩაის კოვზი ყვითელი ყვავილი
  • 3 სუფრის კოვზი თეთრი ღვინის ძმარი
  • 3-4 სუფრის კოვზი წყალი
  • 100 მილილიტრი ზეთი შესაწვავად
  • მარილი გემოვნებისამებრ
  • მწვანილი და ბროწეულის მარცვლები გასაფორმებლად

~ მომზადების წესი ~

1. ნიგოზი და ნიორიერთად გაატარეთ ხორცსაკეპ მანქანაში. მოათავსეთ ჯამში და ჩაუმატეთ სუნელები, მარილი, ძმარი და წყალი. ნიგვზიანი საკმაზის მისაღებად, შეურიეთ ეს ყველაფერი ერთმანეთს.

2. გარეცხილი ბადრიჯანი დაჭერით სიგრძეზე, თითოეული 4-5 ცალ ბრტყელ ნაჭრად. მოასხით ზეთი ტაფას და შეწვით ისინი ორივე მხრიდან, საშუალო ცეცხლზე.

3. დაალაგეთ შემწვარი ბადრიჯნები სამზარეულოს ქაღალდის ხელსახოცზე, რათა დაიწრიტოს. თითოეულ ნაჭერს თანაბრად წაუსვით ნიგვზიანი მასა და გადაკეცეთ შუაზე. გადაუსვით დარჩენილი ნიგვზის მასა ბადრიჯნებს ზემოდან.

4. დაალაგეთ თეფშზე და სურვილისამებრ გააფორმეთ მწვანილითა თუ ბროწეულის მარცვლებით.

“ბადრიჯანი ნიგვზით”

  1. ნანა ამბობს:

    ხახვს რატომ არ აძლევთ?

დატოვეთ კომენტარი



ყველა უფლება დაცულია - Kulinaria.Ge - ინფორმაციის დაცვის პოლიტიკა